USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 31 მაისს?
дата:  549

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 31 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ჭილაძის, ქართველიშვილის, იოსებიძის, ხვიჩიას, კოსტავას, ლისის და ტირიფების ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II, III, IIIა, V, VI მიკრორაიონების, ხევძმარის ხევის, ხიზაბავრის,  ბოჭორიშვილის, ნანეიშვილის, მარატ ნოზაძის, კერესელიძის, კეცხოველის, ქერჩის, თიანეთის, ხიზანიშვილის, ხევძმარის, ვასაძის, გმირ კურსანტთა, მიქატაძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  მასივის V, VII  მიკრორაიონების, ქერჩის, ვეკუას, იპოლიტოვ-ივანოვის, მარსელის, ჯაბიძის, მწვანეს, შულენბურგის, ხევისუბნის და ფარსმან ქველის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, გორგასლის, ბადაგის, გულიას, აფხაზის, ნიკოლაძის, წითლანაძის, უსახელოურის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV მიკრორაიონის, ახმეტელის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати