USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 30 მაისს?
თარიღი:  742

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, გმირ კურსანტთა, ქერჩის, წყალსადენის, გელა ჭედიას, მონასტრის, ხიზამბარელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის და გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ)  მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირის, ბუკიას ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, იყალთოს მთის, იყალთოს, ალექსანდრე ბასილაიას, მიცკევიჩის, ნინო რამიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, კოსტავას, ტაშკენტის, სულხან ცინცაძის, გამსახურდიას, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ბურძგლას, ლიხაურის, ფანასკერტელი-ციციშვილის, სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, საბურთალოს, საირმის და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), იყალთოს, ბახტრიონის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის და აკაკი გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზანდუკელის, მაყაშვილის, ჭოველიძის, კერესელიძის და დავით თორაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვაარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახახლების III მიკრორაიონის III, V კვარტლების (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და რომელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟან კალანდაძის, ბერძნის, მარტვილის, მანანა მელქაძის, ნადიკვარის, შოთა ნიშნიანიძის, სულიკო თორთლაძის, ნუგზარ შატაიძის, რუსუდან მეფისაშვილის და ნოდარ ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის