USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 27 ნოემბერს?
Date:  336

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 27 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის, ფხაკაძის და მინდელის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა (ნაწილობრივ), V, VII მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის   მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის, იმედაძის, დოლიძის და კორძაიას ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თეთრი ხევის დასახლების (ნაწილორრივ), მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, ჩანტლაძის, ახვლედიანის, ქინძმარაულის და იარაჯულის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ყვარლის, თოლენჯის, რატილის, ამირეჯიბის, ნავთლუღის, საექიმოს და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის და სომხეთის ქუჩის მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

tbilisi
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way