USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 27 ივნისს?
თარიღი:  511

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ინგოროყვას, ლერმონტოვის, მაჩაბელის, ქიქოძის, ლეონიძის, ბოცვაძის, თვალჭრელიძის, კოსტავას და ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  ოქროყანას მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის  გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მეტეხის  აღმართის, რუისის,  ჯორბენაძის, ჩეხოვის, მეტეხის, ფერიცვალების, დუშეთის, ავლაბრის, იორის, გაბრიელ ეპისკოპოსის, ცუცქირიძის, ლადო მესხიშვილის, არარატის, არმაზის, ალაზნის და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, ღვინის აღმართის, კასპის, აწყურის, შირაქის, ცუცხვათის,   წინანდლის, ივერიელის, ლასხიშვილის, კახეთის, 300 არაგველების, გუთნის, იორის,  რუისის, მეტეხის, ფერიცვალების, ჯორჯაძის, ჩეხოვის, ურბნისის, დუტუ მეგრელიძის და ისნის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონებების, ავალიშვილის, ულიანოვის და ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, სოფელი გლდანის, ხანძთელის, უწერის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ყუშიტაშვილის, ბარისახოს, ჭრებალოს, ვარდევანის, სხვიტორის, გაგრის და ხეჩუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის, ღოღობერიძის, ორთაჭალის, გრიგოლ ვოლსკის, ნადიკვარის (ნაწილობრივ), ჯაფარიძის, ასათიანის და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიაშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, მელიქიშვილის, ფალიაშვილის, ნაფარეულის და თაყაიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, ავთო  ვარაზის, ლეო კვაჭაძის, გაგარინის, ქავთარაძის და ბობ  უოლშის ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის (ნაწილობრივ) ქუჩის  მოსახლეობას.

მთაწმინდის და ვაკის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანაშიას, ხორავას, შანიძის, მელიქიშვილის, ბარნოვის, სვანიძის, ინოლა გურგულიას, თარხნიშვილის, ერეკლე ტატიშვილის, დიმიტრი ბაქრაძის, ყაზბეგის, ბაქრაძის, ზანდუკელის, ჭოველიძის,  კერესელიძს, ერისთავი-ხოშტარიას, გოგებაშვილის, ბელინსკის, გუნიას, შატბერაშვილის, ჟვანიას, ქობულეთის, მარაბდას და შროშის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის