სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გმირ კურსანტთა, ქერჩის, კაჭარავას, ზარზმის, დავით თავხელიძის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზამბარელის, ილორის, ხიზაბავრის და ევგენი ხარაძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს და დიდუბის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის,სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის,ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ),
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის
კომპანია ბოდიშს უხდის
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.