USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 21 ივნისს?
дата:  308

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანი (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრის, დიდი დიღმის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის სასწავლო მეურნეობის ნაკვეთების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოლოღაშვილის, გივი კვიჭიძის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, კუკური გოგიაშვილის, ირინა ენუქიძის, გრიგოლ ფერაძის, ბობ უოლშის, ვიქტორ ნოზაძის და შალვა გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას  გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის  მე-12, მე-14 კილომეტრების, სოფელი ზურგოვანას, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის   სასწავლო მეურნეობის, აგრარული  უნივერსიტეტის დასახლების, მისის დასახლების, სამხედრო დასახლების, ზემო ვეძისის დასახლების, ვეძისის დასახლების, ნუცუბიძის ფერდობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის  III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზ  მეფის,  ბობ უოლშის, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, ვეფხისტყაოსნის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, მეფე მირიანის, ასმათის, დავარის, პეტრიწის, არდაზიანის, მირზა გელოვანის, ოთარ ჭილაძის, ტაშკენტის, ვარდენ წულუკიძის, მერი დავითაშვილის, ილია ოდიშელიძის, გამყრელიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ზოვრეთის, ლუქსემბურგის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გურამ ფანჯიკიძის, ამბროლაურის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ლვოვის, ონიაშვილის, გაბრიელ ისაკაძის, იოსებ ბაქრაძის, შალვა ნუცუბიძის, მგალობლიშვილის, იონა ვაკელის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ბუდაპეშტის, ქართველიშვილის, ოდესის, ყუშიტაშვილის, ვოლოდარსკის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ამბროლაურის და ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), სამგორის დასახლების, სამგორი-I დასახლების, ლადო კოტეტიშვილის, ილია სუხიშვილის, ჯავახეთის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ბარბარე მაჭავარიანი-წერეთლის, ვიქტორ კუპრაძის და მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიგა ლორთქიფანიძის, ლადო ასათიანის და მაჩაბელის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III მიკრორაიონების, გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ლიბანის და სალხინოს ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ხეხილ სანარგე მეურნეობის, ცოტნე  დადიანის, მერი შერვაშიძის, იოსებ ჟორდანიას, ზამთრიანის, ბეთაშვილის, გენო ადამიას, ტარას  კვარაცხელიას, თამარ და აკაკი პაპავების, ხუდადოვის (ნაწილობრივ), ხეჩუაშვილის,  ორჯონიკიძე- ტოროშელიძის და არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ქუჩების  მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიმიტრი გულიას, გორგასალის (ნაწილობრივ), კრწანისის (ნაწილობრივ), სადგურის და კოტე აფხაზის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати