USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 21 ივლისს?
თარიღი:  360

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სერგი ჭილაიასსაყვირის, ცოტნე დადიანისგიორგი ჭყონდიდელისზესტაფონის, ალექსანდრე მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ჭიჭიკო ბენდელიანის და ვახტანგ ნინუას ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის (ნაწილობრივ) ოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IIIIIVVVI კვარტლების(ნაწილობრივ), ევგენი მიქელაძის, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, ბორის პაიჭაძის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.   

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის