USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 20 ნოემბერს?
თარიღი:  456

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, V,VII მიკრორაიონების, ქერჩი, მწვანე, გრაფ შულენბურგის და ხევისპირის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3  IV მიკრორაიონის მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურის, გორგასალის და დიმიტრი გულიას ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას. 

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის, ფალიაშვილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, გამრეკელის, ზურაბ მუზაშვილის, ძოწენიძის, დადიანის, გურიელის, ირაკლი გამრეკელის, ჩხიკვაძის, პიკასოს, კაპანელის, ჟღენტის, ელგუჯა ამაშუკელის, დათუაშვილის, შატილის, აბულაძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის