USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 19 ნოემბერს?
Date:  501

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, ხიზანიშვილის, ბაბილოძის, კლარა კვეესის, კობახიძის, თეთრი ტბის, ვეკუას, წამალაშვილის, მიხეილ ხერგიანის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, სამხარაძის, მაისურაძის, პატარა ტბის, ბორჩალოელის, ხოჭის ტბის, წინამძღვრიშვილის, მებაღიშვილის, კალანდაძის, ქერჩის, გოგიაშვილის და ლესელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ლიბანის, ბარალეთის, ფოცხიშვილის და კეცხოველის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის, აჩაბეთის, როინაშვილის, ვაზის, წყალსადენის, ღვალაძის, ყაუხჩიშვილების, დავითაიას, ელიას, კვიპაროსის, თემურ ქევხიშვილის, ზურაბ პატარიძის, ჯუმბერ ლეჟავას, სომხეთის და გიორგი დეკანოზიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბარის“ მიმდებარე ტერიტორიის, პირველი რესპუბლიკის მოედანის, ვარდის მოედნის, სართიჭალის, მახათას, კვეზერელი-კოპაძის, წურწუმიას, მარტყოფის, ერევნის, ლადო მესხიშვილის, ერისთავის, ხივინის, ბადიაურის, იზაშვილის, ირბახის, თელავის, ჩუბინიძის, დმანისის, მარინე თბილელის, ბოროდინის, ფაღავას, ფერიცვალების, ნიჟარაძის, ცისკრის, ასათიანის, ახმეტის, ობსერვატორიის, ლაგოდეხის, ქურხულის, სევანის, დედოფლისწყაროს, იუსტინე აბულაძის, გამყრელიძის, ხერხეულიძის, ფოსტის, მთავარანგელოზის, ალიხანიანის, კარდანახის, გიორგი წერეთლის, კალატოზის, სპარტაკის, ბახვის, გრემის, ლომოურის, ცუცქირიძის, ორხევის, გონაშვილის, ახვლედიანის, ელენე ახვლედიანის, შემოსავლის, ბაჩანას, სამრეკლოს, ქედის, გაბისკირიას, საამურის, აბდუშელიშვილის, მაცეხის და ნასაკირალის   ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ)  მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way