USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 13 დეკემბერს?
თარიღი:  729

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ევგენი მიქელაძის, ბორის პაიჭაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის