USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის ქუჩები, რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ
თარიღი:  929

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ),  ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ვირსალაძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ), პეტრიწის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჭრელაშვილის, თველაძის, ნავთლუღის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის, დიმიტრი გულიას, რიჩარდ ჰოლბრუკის, ვლადიმერ ლობჟანიძის, სოლომონ დოდაშვილის, საექიმოს, წერნაკის, იუნკერთა და ლეილა აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თეთრი ხევის დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), თამრო ვაშლოვნელის, გიორგი ჩიკვაიძის, ნატალია სამქანაშვილის, იუმაშევის, იოსებ ალავერდელის და იოსებ აბაკელიას ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაჰესის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, ჩიქვანაიას, შუშის, ზაჰესის, ალექსანდრე მანაგაძის, რევოლუციის, იპოლიტოვ-ივანოვის, გრიგოლ ხანძთელის, სკოლის, ბაღნარის, ლიბანის, ტრაპაიძის, აბაშვილის, ბარისახოს, ჭრებალოს და ვარდევანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის