USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
дата:  721

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 29 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და საკანდელიძის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 14:30 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრო-რაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ომარ ხიზანიშვილის, ფორე მოსულიშვილის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, გამრეკელის, ძოწენიძის, ხომლის, ჩხიკვაძის, ნუცუბიძის, ამაშუკელის, ჟღენტის, პიკასოს, კაპანელის, გურიელის, აბულაძის და დუდუ დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ბიძინა კვერნაძის, ალმასიანის, ბერბუკის, კოსტავას, ანდრია აფაქიძის, ტყვარჩელის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, პავლე ასლანიდის და ფიზკულტურის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი – გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეივნის, დიდი ხეივნის, დიმიტრი გულიას, გულუას, კოტე აფხაზის, ვერცხლის, გიორგი ნიკოლაძის, გორგასლის, წითლანაძის, ახალი რეხის, უსახელოურის, ნიშნიანიძის, ბადაგის და საბატონოს ქუჩების მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати