USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 9 მარტს ელექტროენერგია გაეთიშებათ
дата:  516

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო9 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვაშლიჯვრის დასახლების, პეტრიწის, გოთუას, კოსტავას, ოჟიოს, რომის, შარტავას, იოსებიძის, ანა კალანდაძის, ხვიჩიას, საბურთალოს, ბროლოსანის, ჭაბუკიანის, ონაშვილის, ფანჯიკიძის, გაგარინის, ბროწეულის, იასამნის,  გოძიაშვილის, ბოჭორიშვილის და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, უნივერსიტეტის, კვაჭაძის, უდაბნოს მონასტრის, კელასურის, დემეტრე თავდადებულის, მეფე არჩილის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის, ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, ვაშლიჯვრის დასახლების(ნაწილობრივ), პეტრიწის, გოთუას, კოსტავას, ოჟიოს, რომის, შარტავას, იოსებიძის, ანა კალანდაძის, ხვიჩიას, საბურთალოს, ბროლოსანის, ჭაბუკიანის, ონაშვილის, ფანჯიკიძის, გაგარინის, ბროწეულის, იასამნის და გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, VI კვარტლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ),  ბელიაშვილის და აკაკი ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვერის და ვაკის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოცვაძის, ქიაჩელის, სატივეს, ვერეს და ნიკოლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ფალიაშვილის, ირაკლი უჩანეიშვილის, არჩილ ამაღლობელის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, ყიფშიძის და ლევან მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ვერეს, სატივეს და ჯუღელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ),  ზაზიაშვილის,  ცხრა ძმა ხერხეულიძეების, ქინქლაძის, გროზნოს,  ჩიტაიას,  მაღრაძის,  კაპანაძის, ფარავნის,  მამარდაშვილის,  ნორიოს,  ართვინის,  მიჩურინის და თეთნულდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის  I, II, III კვარლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II, III კვარტლების (ნაწილობრივ), ანაპის 414-ე დივიზიის, ჭყონდიდელის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამღერეთის, ინტერნატის და ზაქარაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III და IVა მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, გლდანის 1 მასივის (ნაწილობრივ), ქერჩის, გელა ჭედიას და ლაზოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, ასათიანის, გერცენის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხის, აპოლონ ქუთათელაძის და შოთა მესხიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფხოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჯორჯაძის, ხაზინის, ვასო აბაშიძის, მანჯგალაძის, ვეკუას, განათლების, გრიგოლ აბაშიძის, პუშკინის, გუდიაშვილის, ჭანტურიას, ნადიკვარის, 9 აპრილის, ათონელის, ფურცელაძის და თაბუკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ორბელიანის, სანაპიროს, ხიდისთავის და ხიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати