USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის ქუჩები რომელთაც 27 მარტს ელექტროენერგია გაეთიშებათ
თარიღი:  552

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 27 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის,  სადგურის დასახლების, ხეხილ სანერგე მეურნეობის, ჩხენკელის, კოტეტიშვილის, ჯავახეთის (ნაწილობრივ), რწმენის, ოჯალეშის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ბარბარეს უბნის (ნაწილობრივ) და ქინძმარაულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქსნის ქუჩის მოსახლეობას.    

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ბაქრაძის, ჭოველიძის, თვალჭრელიძის, მელიქიშვილის და თარხნიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტლის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, ჩხიკვაძის, აბულაძის, ამაშუკელის, დელისის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ვერეს დაღმართის, საქანელას, ასათიანის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, მესხის, ქუთათელაძის და გუდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მელიქიშვილის გამზირის, ვერეს დაღმართის, ყაზბეგის (ნაწილობრივ), ბაქრაძის, შენგელიას, ზანდუკელის, მაჭავარიანის,  კოსტავას (ნაწილობრივ), ქიაჩელის, ახვლედიანის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, ნიკო ნიკოლაძის, კობახიძის, ეკალაძის, ჭოველიძის, მილორავას და კრწანისის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის, მარნეულის გზატკეცილის, აბაშიძის, თაბუკაშვილის, ასათიანის, ჭანტურიას, ჯორჯიაშვილის, ანტონ კათალიკოსის, ერეკლე მეორის მოედნის, კოტე აფხაზის, აბესაძის, ივერიის, ნიშნიანიძის, გულიას, ვახტანგ ბერიძის, ყაველაშვილის და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  კრწანისის (ნაწილობრივ), გრიგოლ ვოლსკის, ნადიკვარის, ორთაჭალის, ჯაფარიძის და ოქროყანის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზანიშვილის (ნაწილობრივ), შეშელიძის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, გოგოლის, გორის, ქურდიანის, ბათუმის, მაიაკოვსკის, მეტრეველის, იამანიძის, დოლიძის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ), სურამის და კონსტიტუციის ქუჩების მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გორის, იამანიძის, ბათუმის, მაიაკოვსკის და მეტრეველის ქუჩების მოსახლეობას.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის