USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეუწყდებათ
Date:  388

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, მიხეილ თუმანიშვილის, ზურაბ საკანდელიძის, ტარიელ სვანიძის, გივი სვანიძის, გიორგი წერეთლის, ყიფშიძის, მიხეილ თამარაშვილის,  წყნეთის, ნინო რამიშვილის, ატენის, ირაკლი აბაშიძის, ავალიშვილის, თენგიზ აბულაძის და ლევან მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), კანდელაკის, ონიაშვილის, გამყრელიძის, ლომონოსოვის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ცხინვალის, ივანე მარუშიძის, ლევანდოვსკის, ლვოვის, ყუშიტაშვილის, ირაკლი გამყრელიძის, ზემო ვეძისის, მამია ალასანიას, ვაზისუბნის და  შალვა ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე გამყრელიძის, გარიყულის, სიხარულიძის ჩარგლის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის, პეტრე ამირანაშვილის, ველისციხის, სადმელის, სამოცდამეცამეტე ქუჩის, სამოცდამეშვიდე ქუჩის, ურეკის, ვასილ კაკაბაძის და ქეთევან მაღალაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way