USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
თბილისის მერიის სხდომაზე, კახა კალაძის გამოსვლის სრული ვერსია (06.03.2024)
Date:  1090

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართადღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდედედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმითდღეიდან სოციალურად დაუცველიმრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნითგანცხადებების მიღება იწყება.

აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანიაის ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდასვისაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებადაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირებირომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატისმაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზეაქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრებიარიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანთბილისის მერის თქმითგასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზესტუდენტებს შეუძლიათმიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100%-იანი დაფინანსება.

კახა კალაძის ინფორმაციითგანცხადებების მიღება 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდებადეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებული პირები თბილისის მერიის ვებგვერდს - www.tbilisi.gov.ge უნდა ეწვიონ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნარომ 9 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაემატებარომლებიც N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიან.

მისი თქმითახალი ავტობუსები პირველ ეტაპზე იმ მარშრუტებზე გადიანსადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდება.

„9 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები N314 მარშრუტის მგზავრებს მოემსახურებიანროგორც მოგეხსენებათ, 12-მეტრიანთან შედარებით, 18-მეტრიან ავტობუსს 86%-ით მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობა აქვსამის გათვალისწინებითჩვენ თავდაპირველადსწორედ ის მიმართულებები შევარჩიეთსადაც ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი ფიქსირდებოდაპირველ რიგშიახალი ავტობუსები სწორედ ამ მარშრუტებზე გავუშვითრომ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის საშუალება მოგვეცეს. N302 და N308 მარშრუტებზე 18-მეტრიანი ავტობუსები უკვე მოძრაობენ, 9 მარტიდან კი ავტობუსები გავლენ N314-ზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმითახალი ავტობუსები 16 მარტიდან N301 მარშრუტზე იმოძრავებენ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნარომ დიდუბის რაიონშიაკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველი აპრილიდან ამოქმედდებაპირველი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები.

კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობასრომ 1-ელი აპრილიდან დიდუბის რაიონშიაკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდებაიმისთვისრომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ ავტომანქანებიადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებდროულად მიმართონ განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ ავტომობილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაასახელა მისამართებისადაც მოქალაქეები აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენკერძოდპავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზეწერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარედ); წერეთლის გამზირი N12-ს მიმდებარედწერეთლის გამზირი N116; წერეთლის გამზირი  N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირის N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10

მისი თქმითპავილიონები მუშაობს ყოველდღეკვირისა და ორშაბათის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.

დედაქალაქის მერმა ასევე განაცხადარომ მთაწმინდაზეჭონქაძის ქ. N8-ში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში კაპიტალურად გამაგრდა საცხოვრებელი სახლირომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

კახა კალაძემ პროექტის განხორციელებაში ჩართული გამგეობისა და კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი იყო უმძიმეს მდგომარეობაშიგამაგრების  პროექტი  ორ ეტაპად განხორციელდაგასულ წელს საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდაასეველითონის კუთხოვანებით შეივსო ფანჯრებისა და კარების ღიობებიხოლო მიმდინარე წელს რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდარის შედეგადაც აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებს და შუშაბანდსაღნიშნულ სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობს და პროექტის დასრულების შემდეგმათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდებარაც ძალიან მნიშვნელოვანიასამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შესრულდამინდამადლობა გადავუხადო მთაწმინდის რაიონის გამგეობასმის თითოეულ თანამშრომელსიმ კომპანიასვინც მონაწილეობას იღებდა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“, -  განაცხადა თბილისის მერმა

კახა კალაძის  თქმით,  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია და ამ პროცესს თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად  განაგრძობს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებივიცირომ ქალაქშიმძიმე მდგომარეობაში არსებული ამგვარი ბევრი ძეგლი გვაქვსთუმცა ეტაპობრივად მივუყვებით და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარესარეაბილიტაციოგანახლებისმოწესრიგების სამუშაოებს ვახორციელებთეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საუბრის დასასრულსთბილისის მერმა აღნიშნარომ ბათუმში, 7 მარტს, „აჭარაბეთ არენაზე“ ახალი პროექტის, Legend Series-ის პირველი თამაში გაიმართებარომელშიც ერთმანეთს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის „ინტერის“ ლეგენდარული ფეხბურთელები დაუპირისპირდებიანაღნიშნულ მატჩში მონაწილეობას თავადაც მიიღებს.

ბათუმში, 7 მარტს, 19:00 საათზე ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნებასტადიონზე იხილოს მილანის „ინტერის“ საფეხბურთო კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელებიეს ის ადამიანები არიანრომლებიც წლების განმავლობაშითავის გულშემატკივარს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ და მოწოდების სიმაღლეზე იდგნენვფიქრობყველა გულშემატკივარს ესიამოვნება ამ ფეხბურთელების ნახვარომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ. „ინტერს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები დავუპირისპირდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანთბილისის მერმა მადლობა გადაუხადა მატჩის ორგანიზატორ Sport Orient-ის წარმომადგენლებს.

დარწმუნებული ვარამ მატჩით ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთზოგადადსასიამოვნოა მსგავსი შეხვედრები ფეხბურთის პოპულარიზაციისთვისმომავალი თაობისთვისმინდამადლობა გადავუხადო Sport Orient-ვინც ამ თამაშის ორგანიზატორია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way