USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ფოტოკვირეულის „ქოლგა თბილისი“ გახსნის ცერემონია გაიმართება
Date:  781

დღეს „არტარეაში“, ყოფილი თბოსადგურის ტერიტორიაზე, „ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის გახსნის ცერემონია გაიმართება, რომლის მუსიკალური მასპინძელი Pitter J იქნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე დასახელდებიან 2022 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი, მობილური ერთი კადრი.

„ქოლგა თბილისი ფოტო“ მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. წელს ფოტოკვირეული მოიცავს საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის მოწვეულ გამოფენებს:

7 მაისი, 16:00 საათი - გია ჭანტურიას ქ. N8, გიორგი ლეონიძის სახელობის სახელმწიფო ლიტერატურული მუზეუმი, დევი თარხნიშვილის არქივი „მთების სიმაღლიდან“;

7 მაისი, 17:00 საათი - მარჯანიშვილის ქ. N7, „თიბისი კონცეპტი“, ვახო ხეთაგურის „მთის მიღმა 2015“;

7 მაისი, 18:00 საათი - სიონის ქ. N8, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, მიჰაელ ფონ გრაფენრიდის „ჩვენი ქალაქი, აშშ ახლო ხედით დღეს“;

7 მაისი, 18:00 საათი - სიონის ქ. N8, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, სთივენ შეიმსი, „შავი პანტერების პარტია“;

7 მაისი, 18:00 საათი - სიონის ქ. N8 თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, Слава Украини ჯგუფური გამოფენა;

7 მაისი, 18:00 საათი - სიონის ქ. N8, თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, ივო დანჩევი - ორ სამყაროს შორის „National Geographic საქართველო“;

8 მაისი, 17:00 საათი - ჭოველიძის ქ. N1, სასტუმრო Rooms - მთავარი ოთახი, ლარა მიჩელი ექსტრასისტოლები, „როცა გული ფრიალებს“;

8 მაისი, 18:30 საათი - კარგარეთელის N6, ხელოვნების სასახლე, ჯონ რ პეპერი „იტალიის ფრაგმენტები 1970-2010“;

8 მაისი, 20:00 საათი - რუსთაველის გამზირი N27, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, გურამ თიკანაძე „სხვა საბჭოთა ადამიანი“;

9 მაისი, 17:00 საათი - სიონის ქ. N8, ღვინის მუზეუმი/თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, „მართული ჩვენება როგორ იყო/დაინახო ქალი“, Purpur Collective-ის ვიდეო;

9 მაისი, 19:00 საათი - დოდო აბაშიძის ქ. N10. „არტარეა გალერეა“, F37 - დამოუკიდებელ ფოტოგრაფთა კავშირი „უყურო რომ გაიგონო“;

9 მაისი, 19:00 საათი - იუნკერების ქ. N1/12, უსახელო გალერეა თბილისი, რენა ეფენდი „ზამთრის მოლოდინში“;

10 მაისი, 17:00 საათი - მარჯანიშვილის ქ. N7, „თიბისი კონცეპტი“, სანდრო სულაბერიძე „გარე თვალით დამკვირვებელი“;

10 მაისი, 19:00 საათი - ვაჟა-ფშაველას N1/პეკინის ქ. N4, საქართველოს ეროვნული არქივი, გივი კიკვაძე საქინფორმის არქივიდან;

„ქოლგა თბილისი“ ფოტოკვირეულის წარმდგენია „თიბისი ბანკი“. მხარდამჭერი თბილისის მერია, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეროვნული არქივი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ასევე, იტალიის საელჩო საქართველოში, სასტუმროები „რუმსი“ და „მოქსი“. ღონისძიების სპონსორია კომპანია „ქენონი“, პარტნიორები: „არდი“, ტელეკომპანია „ფორმულა“, „არტარეა“, რადიო „კომერსანტი“, „ალმა“, at.ge, National Geographic და „პუბლიკა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way