USD 2.6936
EUR 3.1464
RUB 3.5993
თბილისი
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 20 მარტს ქართველი მუსიკოსები კიბოს სკრინინგის მხარდასაჭერ კონცერტს გამართავენ
თარიღი:  587

თბილისის მერიის ინფორმაციით, 20 მარტს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

მერიის ცნობით, კამპანიაში ცნობილი ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები: ნანი ბრეგვაძე, ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნინო სურგულაძე, ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი და თიკუნა წიქარიშვილი არიან ჩართულები.

„ღონისძიება, საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ინიციატივითა და ა(ა)იპ „ქართული მუსიკის ცენტრის“ მხარდაჭერით დაწყებული საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

კამპანიაში ჩართულნი არიან ცნობილი ქართველი მუსიკოსები და შემსრულებლები: ნანი ბრეგვაძე, ნიკა ნიკვაშვილი და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ნინო სურგულაძე, ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ანსამბლი „შვიდკაცა“, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი და თიკუნა წიქარიშვილი. კონცერტზე, ცნობილი შემსრულებლები, გარდა პოპულარული ნაწარმოებების შესრულებისა, საზოგადოებას კიბოს სკრინინგის ჩატარებისაკენ მოუწოდებენ.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია, სრულიად ახლებურად დაანახოს კიბოს სკრინინგის ჩატარების მნიშვნელობა საზოგადოებას, ერთნაირად ჩართოს ყველა სფეროს წარმომადგენელი, იქნება ეს სახელოვნებო სფერო, ბიზნესსექტორი თუ სხვა. ამასთან, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანოს სიმსივნური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და სკრინინგული პროგრამების პოპულარიზაციის საქმეში.

ღონისძიების წარმდგენია კომპანია PSP. მედია პარტნიორია „პალიტრა მედია ჰოლდინგი“. სპონსორები არიან: „დეამედი“, „ისი პარი“, GOOD GIRL Carolina Herrera, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი, რესტორანი „არქივი“, თბილისის ღვინის მუზეუმი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო
თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომას უკრძალავს

თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.

ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.

სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის