USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს მიწის ნაკვეთი გადასცა
თარიღი:  673

თბილისის მერიამ საქართველოს რაგბის კავშირს დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს N49-ში 19226 კვ. მ მიწის ნაკვეთი გადასცა. ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება დღეს თბილისის საკრებულოში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ.

საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა რაგბის განვითარება და ტერიტორიისთვის სპორტული პროფილის მუდმივად შენარჩუნება.

ხელმოწერის შემდეგ დედაქალაქის მერმა გადაწყვეტილების დეტალებზე ისაუბრა.
„აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2007 წელს გასხვისდა, იყო კერძო საკუთრება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მესაკუთრეს ჰქონდა ვალდებულება, 10 წლის განმავლობაში სტატუსი შეენარჩუნებინა, ამის შემდეგ კი შეეძლო, განეხორციელებინა სხვადასხვა ტიპის პროექტი - ეს შეიძლება ყოფილიყონ საცხოვრებელი კორპუსი, ოფისი ან სხვა რამ, რასაც თვითონ გადაწყვეტდა. ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება და დედაქალაქის მერიამ აღნიშნული სივრცე დაიბრუნა. მუნიციპალიტეტს არაერთი ასეთი პროექტი განუხორციელებია, სადაც კონკრეტული სპორტული ინფრასტრუქტურა იყო გასხვისებული. ჩვენ ისინი დავიბრუნეთ. ძალიან სასიამოვნოა, რომ 2 ჰექტარი ტერიტორია გადაეცემა რაგბის კავშირს, სადაც სპორტული ცენტრის პროექტი განხორციელდება. ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, 4 შვილის მამისთვის. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სპორტის ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ ფეხბურთის ფედერაციასთან, რომელთანაც ბევრი კარგი პროექტი გვაკეთეთ. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული სპორტის განვითარებაში.

„რაგბი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტია. ბევრი წარმატება გვაქვს და ეს წარმატება შემთხვევით არ მოდის. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი რაგბის განვითარებაში. ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა, ამ ადამიანის დამსახურებაა. მისი ხელშეწყობით და უშუალო ჩართულობით მოხდა ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ზოგადად, ნებისმიერი სპორტისთვის, ეს იქნება რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი, ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, სადაც ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს ექნებათ ვარჯიშის და განვითარების შესაძლებლობა. ვულოცავ რაგბის დიდ ოჯახს და დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი პროექტი განხორციელდება“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირს გადაეცა, 16 წლის წინ, მის გასხვისებამდე, სარაგბო კლუბი „ლელო“ და „ოლიმპიური რეზერვების სკოლა“ იყო განთავსებული, თუმცა ინფრასტრუქტურა ამჟამად ამორტიზებულია.

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის მიერ გადაცემულ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების სარაგბო ბაზა მოეწყობა, რომელიც ძირითადად, ბავშვთა რაგბის განვითარებას მოემსახურება, ასევე, უმასპინძლებს ბავშვთა სარაგბო ფესტივალებს.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის