USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის მერიამ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადა
თარიღი:  1739

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტი გააჩენს ალტერნატიულ გზას, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს და საავტომობილო ნაკადებს სხვა მიმართულებით გადაიტანს.

„გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი ხიდის მშენებლობაზე, რომელიც ბაგებს საბურთალოსთან დააკავშირებს. ამ პროექტის განხორციელება 2020 წელს გვქონდა დაგეგმილი, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და პრიორიტეტების განსაზღვრიდან გამომდინარე, მოგვიწია მოგვიანებით დაწყება. განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში ბაგები-წყნეთის საავტომობილო გზა დაიტვირთა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად გვქონდეს ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე ნაკადების გადატანა და ასევე, ადამიანებს ალტერნატიული გზა გაუჩნდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის