თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს რეკომენდაციით მიმართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს.
"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ტაქსის მძღოლებს, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ.
აღნიშნულ პერიოდში, მგზავრი მძღოლის გვერდით არ უნდა იჯდეს - მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.
მოვუწოდებთ თბილისში მომსახურე ტაქსის მძღოლებს, მკაცრად დაიცვან ყველა ის წესი და რეკომენდაცია, რომელსაც ვირუსის პრევენციის მიზნით, საკოორდინაციო საბჭო გასცემს.
ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს მოსახლეობას - დარჩით სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ისარგებლეთ", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.