USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
თბილისის მერია „ქუჩის ხელოვნებაში“ (ე.წ. სტრიტ არტი) მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსს აანონსებს
თარიღი:  1429

თბილისის მერია კონკურსში - „ქუჩის ხელოვნება“ (ე.წ. სტრიტ არტი) მონაწილეობის მსურველებისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განცხადებების მიღება 30 აპრილამდე გაგრძელდება, ხოლო დეტალური ინფორმაციის მიღება აღნიშნულთან დაკავშირებით უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე - tbilisi.gov.ge შესაძლებელი. 

„ბოლო ხანს, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ქუჩის ხელოვნება, ე.წ. სტრიტ არტი. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე თანამედროვე ატრაქციად იქცა, რაშიც დედაქალაქის მერია ჩართულია - მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ ამ მიმართულების განვითარებას, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რათა გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი და შევძლოთ კონკრეტული არეალების ასეთი ნამუშევრებით მოხატვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.  მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქში 100-მდე ასეთი ნამუშევარი შეიქმნა და თბილისის მერია თითქმის ყოველთვის ქუჩის ხელოვნებასთან დაკავშირებული პროექტების მონაწილეა. 

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი „თბილისის მურალ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც უკვე მოიხატა 30-მდე კედელი, წელს კი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში კიდევ 10-მდე კედლის მოხატვაა დაგეგმილი.  „ასევე, თბილისის მერიისა და ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, „ნიკოს“ ეგიდით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანს შეემატა 50-ზე მეტი ნამუშევარი. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი არტისტები, რაც ნამუშევრებს განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს. ასევე, სხვადასხვა ჯგუფების ინიციატივით, შარშან მოიხატა სამხატვრო აკადემიის კედელი, გაჩნდა საინტერესო ნამუშევრები ბუდაპეშტის ქუჩაზე და სხვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის