USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
თბილისის მერია მეტროს 44 ვაგონის ნაცვლად 212 ვაგონის შესყიდვას გეგმავს
თარიღი:  927

2021 წლის მარტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადდა ტენდერი თბილისის მეტროპოლიტენისთვის 44 ახალი ვაგონის შესასყიდადა.2021 წლის ნოემბერში, გამარჯვებულად კომპანია „მეტროვაგონმაში“ გამოცხადდა და ვაგონების მოწოდებაზე ხელშეკრულებაც დაიდო.

თუმცა 2023 წლის 19 მაისს, აღნიშნული კომპანია ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოხვდა და რუსულ „მეტროვაგონმაშთან“  დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა უკვე დაიწყო.


თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განმარტებით, კითხვაზე - ხელშეკრულების გაწყვეტის გამო  მერიას არანაირი ფინანსური სანქცია არ დაეკისრება. თუმცა მისივე თქმით, მერიას იმ ფასად, რა ფასადაც „მეტროვაგონმაშისგან” ყიდულობდა ვაგონებს, შესყიდვა გაუჭირდეს.

“ჩემი ვარაუდი შემიძლია გითხრათ, რომ ამ ფასში, რა ფასშიც ხდებოდა ამ კონტრაქტის ფარგლებში მოწოდება გაჭირდება, მაგრამ ამას გამოავლენს განახლებული სატენდერო პროცედურები. ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები დაწყებულია. რამდენიმე შეხვედრა ჩატარდა და იურისტები უკვე მუშაობენ.

გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად მოხდება სანქცირება ჩვენი მხარის ამ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ. თუმცა ეს ფორსმაჟორული შემთხვევაა და არ მგონია, რომ ხელშეკრულების გაწყვეტას ჩვენზე რაიმე სანქციების გავრცელება მოჰყვეს. უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით",- აღნიშნა ვიცე-მერმა.

ხმალაძის თქმით,  ამჯერად თბილისის მერია 44 ვაგონის ნაცვლად 212 ვაგონს შეისყიდის, შესაბამისად, ვაგონების მოწოდების ვადები დაკორექტირდება.

“მიმდინარე ხელშეკრულება უკვე ჩავარდნილია მეტროვაგონმაშის სანქცირების გამო და ჩვენ ახალი პროცედურების დაწყება გვიწევს, რადგან თბილისის მეტროპოლიტენს უახლოეს წლებში ნამდვილად სჭირდება განახლებული ვაგონები, რაც უნდა შევისყიდოთ.

ჩვენი სურვილი არის, რომ აღარ დავიგეგმოთ 44 ვაგონის შესყიდვაზე და მოხდეს მრავალწლიანი შესყიდვის განხორციელება. იმ რაოდენობების მიხედვით, რა საჭიროებაც თბილისის მეტროპოლიტენს უახლოეს წლებში ექნება. ვადები უფრო დიდი იქნება. პირველ მოწოდებას თუ გულისხმობთ, 44 ვაგონის მოწოდება ორ წელიწადში შესაძლებელი იქნება. ჯამში დაგვჭირდება 212 ვაგონი", - განაცხადა ირაკლი ხმალაძე.



მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის