USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
Tbilisi
თბილისის მერია ახალი მიკროავტობუსების მარშრუტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
Date:  973

21 იანვრიდან პირველ თებერვლამდე დედაქალაქს მიკროავტობუსების ახალი მარშრუტები ეტაპობრივად დაემატება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

N416 - აღნიშნული მარშრუტი წრიული იქნება. მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან ნ. გოგოლის ქუჩის გავლით, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს და კვლავ სადგურის მოედანს დაუკავშირდება;

N428 - მეტროსადგურ „ისნიდან“ ყვარლისა და თეოდორ უშაკოვის ქუჩების გადაკვეთამდე გადაადგილდება;

N431 - ბიჭვინთის ქუჩიდან იონა ვაკელის ქუჩამდე (აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამდე) იმოძრავებს და უკუმიმართულებით, ბუდაპეშტის ქუჩას, პეკინის გამზირსა და კანდელაკის ქუჩას მოიცავს;

N432 - გადაადგილდება მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ ნუგზარ შანავას ქუჩამდე;

N439 - იმოძრავებს რომან ჭელიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“;

N440 - გ. გედევანის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით;

N442 - მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბიდან“ დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩამდე, მე-4 მიკრორაიონის N6 კორპუსამდე მოემსახურება;

N452 - გადაადგილდება ელვერ კუპატაძის გასასვლელიდან მეტროსადურ „სარაჯიშვილამდე“;

N455 - მგზავრთა მომსახურებას ვაზისუბნის მეორე ა მიკრორაიონიდან (კორპუსი N23 მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ შეძლებს;

N456 - მეტროსადგურ „სამგორიდან“ კახეთის გზატკეცილის გავლით, „ლილო მოლამდე“ იმოძრავებს;

N458 - აღნიშნული მიკროავტობუსის მარშრუტი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ სადგურის მოედნამდე განისაზღვრა;

N460 - გადაადგილდება დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის N6-დან „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N461 - მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ იმოძრავებს ვარდისუბნისა და რაჭისუბნის ქუჩების გადაკვეთამდე;

N462 - სავაჭრო ცენტრ „თბილისის ზღვის პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ამდე“ გადაადგილდება;

N465 - ვიქტორ დოლიძის ქუჩიდან სადგურის მოედნის მიმართულებით, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიამდე იმოძრავებს;

N467 - მუხიანის აგარაკებიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“;

N469 - იმოძრავებს მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მუხათგვერდის ქუჩამდე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიამდე;

N470 - მგზავრებს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მოემსახურება;

N471 - ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონიდან (N25 კორპუსის მიმდებარედ) გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორამდე“ (მეველის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთამდე);

N472 - იმოძრავებს ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსამდე;

N474 - გადაადგილდება ელვერ კუპატაძის გასასვლელიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“;

N475 - ზაჰესის ტერიტორიიდან (ავჭალის ქ. N86) გადაადგილდება მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“;

N477 - მგზავრებს სადგურის მოედნიდან სამშვილდის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს;

N488 - იმოძრავებს წრიულად. მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გობრონიძის, ნოზაძისა და მუხიანის აგარაკებზე არსებულ ქუჩებზე გადაადგილდება და კვლავ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“ დაუკავშირდება;

N489 - მეტროსადგურ „სამგორიდან“ გადაადგილდება სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთამდე“;

N491-ის მარშრუტიც წრიული იქნება და მეველის ქუჩიდან მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, მეტრეველის ქუჩების გავლით, კვლავ მეველის ქუჩას დაუკავშირდება;

N492 - გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან გადაადგილდება ნოზაძის, ბოჭორიშვილის, კეცხოველის, ფარსმან II-ის, ხევისპირის ქუჩებზე და მგზავრებს კვლავ გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთამდე მიიყავს;

N495 - ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“;

N497 - ვ. წულუკიძის ქუჩიდან იმოძრავებს პეკინის გამზირისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთამდე (ბუკიას ბაღის ტერიტორიამდე);

N498 - გადაადგილდება ოდიშელის ქუჩიდან ჭილაძის ქუჩამდე;

N499 - მუხიანის აგარაკების ტერიტორიიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ იმოძრავებს;

N500 - გადასასვლელი ხიდიდან გადაადგილდება დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N501-ის მარშრუტი წრიული იქნება. აღნიშნული მიკროავტობუსი იმოძრავებს გადასასვლელი ხიდიდან ც. დადიანის, ზაზიაშვილის, აგარის, აფხაზეთის ქუჩებზე და კვლავ გადასასვლელ ხიდს დაუკავშირდება;

N502 - მახათას მთის ტერიტორიიდან გადაადგილდება გადასასვლელ ხიდამდე;

N503 - წყნეთში, რუსთაველის ქუჩიდან (მაია წყნეთელის ძეგლის მიმდებარე ტეროტორია) ბეთანიამდე (სალბიერის ქუჩისა და სალბიერის პირველი შესახვევის მიმდებარედ) იმოძრავებს;

N505 - მეტროსაგურ „დელისიდან“ გადაადგილდება ლ. ჩარკვიანის ქუჩამდე (ონკოლოგიურ ცენტრამდე);

N506 - ლილოს დასახლებიდან „ლილო მოლამდე“ იმოძრავებს;

N507 - გადაადგილდება ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N512 - გლდანის მე-4 მიკრორაიონიდან ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს;

N513 - სვანეთის ქუჩისა და სვანეთის პირველი შესახვევის კვეთიდან გადაადგილდება ლიბანის ქუჩამდე;

N514 - ი. ჭავჭავაძის ქუჩისა და სვანეთის მე-2 შესახვევის კვეთიდან იმოძრავებს ლიბანის ქუჩამდე;

N515 - სულხან საბა ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილდება წყაროს ქუჩამდე;

N517 - ო. ხიზანიშვილისა და კ. ლესელიძის ქუჩების კვეთიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N518 - დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ გადაიყვანს;

N519 - სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთიდან“ გადაადგილდება ქეთევან დედოფლის გამზირის N91-მდე;

N520 - იმოძრავებს წმინდა ბარბარეს უბნიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“;

N521 - მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გადაადგილდება ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩის მიმართულებით და კვლავ მეტროსადგურ „ვარკეთილს“ დაუკავშირება;

N522 - თ. მუჯირიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს სადგურის მოედნის მიმართულებით („თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორია);

N523 - ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორამდე“;

N526 - მოემსახურება სოფელ ზურგოვანას (მ. კოსტავას ქუჩიდან) მოსახლეობას და მათ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიიყვანს;

N527 - ზაჰესის ტერიტორიიდან (ავჭალის ქ. N62) გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“;

N528 - ნაკადულის ქუჩიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N530 - სასტუმრო „ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ გადაადგილდება;

N531 - იმოძრავებს ო. ხიზანიშვილისა და კ. ლესელიძის ქუჩების კვეთიდან ზ. ფალიაშვილის ქუჩამდე (N33-ს პირდაპირ);

N532 - ნ. დუმბაძის გამზირიდან გადაადგილდება გობრონიძის ქუჩაზე, ხიზანიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით, გურამიშვილის გამზირს დაუკავშირდება, ერისთავის ქუჩიდან წერეთლის გამზირზე გადაინაცვლებს, საიდანაც სააკაძის მოედანსა და პეკინის გამზირზე მოხვდება. შემდეგ, მიკროავტობუსი ვარაზისხევის გავლით, გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედნიდან ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით, კვლავ წერეთლის გამზირზე მოხვდება, შემდგომ კი, სვლას დუმბაძის გამზირისკენ განაგრძობს;

N533 - იმოძრავებს წრიულად. აღნიშნული მიკროავტობუსი გადაადგილდება გადასასვლელი ხიდიდან შ. ცინცაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას კვლავ გადასასვლელი ხიდისკენ განაგრძობს;

N534 - გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონისკენ;

N535 - ბ. ჭიჭინაძის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორამდე“;

N536 - იმოძრავებს გუდიაშვილის ქუჩიდან ლუბლიანას ქუჩისკენ, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკამდე;

N537 - გადაადგილდება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

N538 - მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტეროტორიიდან ორთაჭალის ავტოსადგურის მიმართულებით გადაიყვანს;

N539 - გადაადგილდება მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმართულებით;

N540 - სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ ილია ჭავჭავაძის გამზირის (კუს ტბის ასახვევამდე) მიმართულებით იმოძრავებს;

N541 - დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან გადაადგილდება ამაღლების ქუჩის მიმართულებით;

N542 - იმოძრავებს დარკვეთის ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით;

N543 - მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაიყვანს;

N544 - ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმართულებით;

N545 - იმოძრავებს ბოგდან ხმელინცკის ქუჩიდან აწყურის ქუჩის მიმართულებით;

N546 - მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდება ბ. ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით;

N547 - სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;

N548 - მგზავრებს ზაჰესის ტერიტორიიდან (წინამძღვრიშვილისა და კეცხოველის ქუჩების კვეთიდან) მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მოემსახურება;

N550 - ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონიდან გადაადგილდება კ. ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით;

N551 - დავით აღმაშენებლის ხეივნიდან („თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორია) პოლიტკოვკსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს;

N557 - გადაადგილდება კრწანისის ქუჩიდან სამგორის ქუჩის მიმართულებით;

N567 - ყვარლისა და თევდორე უშაკოვის ქუჩების კვეთიდან იმოძრავებს სამგორის ქუჩის მიმართულებით;

N580 - კრწანისის ქუჩიდან გადაადგილდება ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way