USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის მერი „გელაპის საერთაშორისო ასოციაციის“ ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო
თარიღი:  677

დედაქალაქი "გელაპის საერთაშორისო ასოციაციის" ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ასოციაციის წევრი კვლევითი ინსტიტუტის, გორბი-ს ეგიდით იმართება. კონფერენციის გახსნას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო.

ღონისძიების მონაწილეები საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიებსა და ახალი ტექნოლოგიების როლზე, აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ. ასევე, განიხილავენ, თუ როგორია ამ ტიპის კვლევების როლი კონფლიქტებისა და ომების დროს.

თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მსოფლიოს 30- ზე მეტი ქვეყნის წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი ქალაქისთვის დიდი პატივია უმასპინძლოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, გელაპის საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციას. დარწმუნებული ვარ, საინტერესო სამუშაო პროცესთან ერთად, სტუმარ- მასპინძლობით განთქმულ საქართველოში, თბილისში თქვენი სტუმრობა, მართლაც დაუვიწყარი და სასიამოვნო იქნება. სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პროცესში თქვენი საქმიანობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რადგანაც ობიექტური კვლევა ცოდნის შეგროვების, ადამიანების სურვილებისა და მოლოდინების განჭვრეტის, საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირების საუკეთესო საშუალებაა და შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან მასზე ორიენტირების შესაძლებლობას გვაძლევს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან მინიმალური უზუსტობაც კი, ან მანიპულირების
მცდელობა, შეიძლება საზოგადოებისთვის ხელოვნური რეალობის შექმნის საშუალებად გადაიქცეს.

„რა თქმა უნდა, რაც უფრო მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს კონკრეტულ საქმიანობას, მით უფრო მეტი ზიანი შეიძლება გამოიწვიოს მინიმალურმა უზუსტობამ ან მანიპულირების მცდელობამ და საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული იდეაც კი, ხალხის აზრზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტად, ხელოვნური რეალობის შექმნის საშუალებად შეიძლება გადაიქცეს, რაც ჩვენ, ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით. სწორედ ამიტომ, შესანიშნავად გვესმის ობიექტური, ფაქტებზე დაფუძნებული კვლევის მნიშვნელობა. დღეს ჩვენი აქ შეკრების უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს არის - ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, პრობლემებსა თუ მიღწევებზე, რომელიც ამ უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიის წინაშე, თანამედროვე სამყაროში არსებობს და ვიზრუნოთ იმ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, რომლებიც აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრასა და მიღწევების გამყარებაში კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

საქართველოში აღნიშნული კონფერენცია პირველად ტარდება, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საუდის არაბეთის, იტალიის, ავსტრიის, ბულგარეთის, შვედეთის, ესპანეთის, ასევე, სამხრეთ კორეის, ფილიპინებისა და იაპონიის კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის