USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
თბილისის მერი „საახალწლო სოფლის“ სამზადისს გაეცნო
თარიღი:  

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო სოფელში“ კონსტრუქციებისა და ინსტალაციების მონტაჟის პროცესს მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერის თქმით, „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე დედაენის ბაღში 16 დეკემბრიდან გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.

„ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფლის“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხვალ, 15 დეკემბერს, 20:00 საათზე გვექნება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. კიდევ ერთხელ მინდა დავპატიჟო ყველა - მობრძანდით, მეგობრებო, თქვენი შვილებითა და შვილიშვილებით, ერთად ავანთოთ და ჩავიფიქროთ სურვილები. ხვალ, ასევე, დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით განათდება, 16 დეკემბერს კი, „საახალწლო სოფელი“ ოფიციალურად გაიხსნება. აქაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, „საახალწლო სოფელში“ მრავალფეროვანი სივრცეები და აქტივობებია მოწყობილი პატარებისთვის.

„წარმოდგენილია სხვადასხვა ატრაქციონი, გარდა ამისა, ყოველდღიურად გაიმართება კონცერტები. ღონისძიებებში, დაახლოებით, 500-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ტრადიცია ჩამოყალიბდა და, როგორც ეს ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია, „საახალწლო სოფელი“ თბილისშიც არსებობს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, სტუმრებს შეუძლიათ, მობრძანდნენ და ისიამოვნონ. წინ სასიამოვნო დღეები გელოდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია.

„საახალწლო სოფლის“ ტერიტორიაზე, კერძოდ დედაენის ბაღში განთავსდება თოვლის ბაბუას სახლი, ელფების სახელოსნო და საბავშვო ატრაქციონები. გარდა ამისა, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე იფუნქციონირებს გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტები, „ცხელი სასმელების ბარი“, „საშობაო ბაზარი“, „საახალწლო ქალაქის“ სახელოსნო და თეატრი, ფოტოზონები, ყინულის საციგურაო მოედანი; იქნება თეატრალიზებული მსვლელობები, საბავშვო ვორქშოფი და ა.შ.

საახალწლო სოფელში დღის მეორე ნახევარი დაეთმობა სხვადასხვა ბენდებისა და შემსრულებლების მუსიკალურ საღამოებს.

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის