USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის ისტორია - მეფე ერეკლეს აბანო და სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც "თბი­ლი­სუ­რი გამ­წე­სე­ბა" ერქვა
Date:  2266

აბანოთუბანი, აბანოების უბანი საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში [თბილისში] არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, რომელიც თბილისში ექვს აბანოს ითვლის.

XVII-XIX სს. თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, „გრილი“ (შიოევის), „ჭრელი“ იგივე “ჭრელი აბანო“ და სხვა აბანოები. დღემდე შემორჩენილ აბანოთა უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და მერმინდელ სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. სწორედ ამიტომ, ამ ადგილს აბანოთუბანი ეწოდა.

ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. აქვე ამოწმებდნენ სადედამთილოები საპატარძლოს სილამაზეს.

მეფე ერეკლეს აბანო კი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აბანო იყო. როგორც , სახელი გვეუბნება, XVIII საკუკუნის მეორე ნახევრიდან იგი მეფე ერეკლე II-ის საყვარელი აბანო გახლდათ, 1800 წლის ქალაქის გეგმაზე ფიქსირდება “მეფე ერეკლეს აბანო”.

რეკონსტუქცია

ისტორიული მეფე ერეკლეს აბანო

XX საუკუნის შუა პერიოდიდან მოყოლებული დაიწყო ზოგადად აბანოთუბნის ტერიტორიის მსხვილმასშტაბიანი სახეცვლილება და დაახლოებით იმ სახესთან დაახლოება რაც ახლა უბანს აქვს. 1980-იან წლებში რესტავრაცია ჩაუტარდა აბანოებსა და საცხოვრებელ სახლებს. მოიხსნა ზედმეტი მინაშენები და აბანოთუბანმა თავდაპირველთან მიახლოებული სახე დაიბრუნა. 2007-2012 წლებში მოხდა უბნის რესტავრაცია, გაიხსნა წავკისის ხევი და უბანმა დღევანდელი სახე მიიღო.

მეფე ერეკლეს აბანოს უკანასკნელი და ყველაზე მასშტაბური რეკონსტრუქცია კი 2020 წელს დაიწყო და 2023 წლის ზაფხულში დასრულდა. რეკონსტრუქციის პროცესში მონაწილეობდნენ პროფესიონალი რესტავრატორები, მშენებლები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები, არქიტექტორები, მოზაიკოსები. რეკონსტრუქციის პროცესში გათვალისწინებულია აბანოს არსებობის თითოეული ეტაპის დროს ჩამოყალიბებული სახე და ცვლილებები, რათა შენარჩუნებულიყო ის სიძველე, რაც ამ აბანოს გააჩნია.

არ­სე­ბობს ერეკ­ლე მეფის პე­რი­ო­დის სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც "თბი­ლი­სუ­რი გამ­წე­სე­ბა" ჰქვია, სა­დაც წე­რია რო­გო­რი შე­ნო­ბე­ბი უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო.

 "თბი­ლი­სუ­რი გან­წე­სე­ბა" მო­ქა­ლა­ქე­თა სურ­ვი­ლე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტია (დღე­ვან­დე­ლი გა­გე­ბით, ერეკ­ლესდრო­ინ­დე­ლი კა­ნო­ნი), რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ქმე­დი­თი იყო, რად­გან პირ­და­პირ ეწე­რა, რომ თუ აი­ვა­ნი, რა­ი­მე სა­ხით მე­ზობ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქ­ნე­ბო­და გა­და­სუ­ლი, ასე­თი აივ­ნის დე­მონ­ტა­ჟი გახდებოდა საჭირო.

მე­ფის რუ­სე­თის პე­რი­ოდ­ში უკვე გეგ­მი­უ­რი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის თემა შე­მო­ვი­და და პირ­ვე­ლი მა­გის­ტრა­ლუ­რი ხა­ზე­ბი გა­ვი­და - მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მა­შინ­დე­ლი გო­ლო­ვი­ნის (რუს­თა­ვე­ლი), მარ­ცხე­ნა­ზე - მა­შინ­დე­ლი მი­ხე­ი­ლის (აღ­მა­შე­ნებ­ლის) გამ­ზი­რი და ამის პა­რა­ლე­ლუ­რი უჯრე­დო­ვა­ნი განშლე­ბი.

 ეს სქე­მა დღემ­დე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია, ვი­ნა­ი­დან ვამ­ბობთ, რომ ის არ­ქი­ტექ­ტუ­რა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, ძი­რი­თა­დად, ძვე­ლია და ამას თა­ვის მი­ზე­ზი აქვს

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way