USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის განვითარების ფონდმა ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო
თარიღი:  593
თბილისის განვითარების ფონდმა კოსტავას ქუჩა N37ა-ში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის რეაბილიტაცია დაიწყო. აღნიშნული შენობა 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად, შენობის სახურავის, ფასადისა და მისი შემადგენელი დეტალების, შემდეგ კი ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„უკვე დაწყებული გვაქვს ვერის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება. ტერიტორია სრულად განახლდება და კეთილმოეწყობა, რაც დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარალელურად, დავიწყეთ ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ადგილზე მძიმე მდგომარეობა იყო - დარბაზი ფაქტობრივად, მთლიანად განადგურებულია. სასახლის სამუშაოები ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია გარე ფასადის სამუშაოები, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში დასრულდება, შემდეგ უკვე, მომდევნო წლის ბოლოსთვის, პროექტი სრულად დასრულდება შიდა სამუშაოებით, ოთახების კეთილმოწყობით, დარბაზის განახლებით და ა.შ. მიხარია, რომ აღნიშნული სასახლე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ძალიან დიდ ისტორიას ატარებს, სრულად რეაბილიტირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც, დაახლოებით, 29 მილიონი ლარია გამოყოფილი, კომპანია „ბრიტანია ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა ვერის პარკში 1972-1973 წლებში აშენდა და ქართული გვიანი მოდერნიზმის ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარია. ის აგებიდან დღემდე, არქიტექტურული, ურბანული და სიმბოლური თვალსაზრისით, ვერის პარკის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ადგილზე, დედაქალაქის მერთად ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის