USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
თბილისის ფუნიკულიორი 119 წლისაა
თარიღი:  1022
1905 წლის 27 მარტს თბილისის ფუნიკულიორი გაიხსნა.
 
ფუნიკულიორის ისტორია 1900 წელს იღებს სათავეს, როდესაც ე.წ. „ზედა თბილისი“-ს გაშენების იდეა გაჩნდა.
 
„ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა მისი განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. მთავარი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო და ამ პრობლემის მოგვარება, თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა, ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. კოპმანიის გეგმის მიხედვით, ახალი უბანი ძველ ქალაქს, ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა.
 
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო. მშენებლობის პროექტი, ფრანგ ინჟინერს, ა. ბლანშს, არქიტექტურული ნაწილი კი, თბილისელ ხუროთმოძღვარს, ა. შიმკევიჩს ეკუთვნის. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივითაც შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.
 
ფუნიკულიორი 1905 წელს გახსნეს. მგზავრობის პირველი მსურველების წასახალისებლად, ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ, საკმაოდ სოლიდური თანხა დააწესა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.
 
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ იმ დროს დიდ ყურადღებას აქცევდნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას და ამიტომ, 1923 წელს მთაწმინდის ფერდობებზე ახალი ტყის გაშენება დაიწყო. ფუნიკულიორი, ქართველი და უცხოელი სტუმრების ერთ-ერთ საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და საუცხოო ხედების გარდა, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ფუნიკულიორის მეორე სართული, რომელიც კოკა იგნატოვმა, 1960-იან წლებში უნიკალური ფრესკებით მოხატა.
 
ფუნიკულიორს პირველი რეკონსტრუქცია 1936-1938 წლებში, მეორე კი, 1968-1969 წლებში ჩაუტარდა. შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ფუნიკულიორი განახლდა და 2012 წელს გაიხსნა.
ფუნიკულიორი დღეს, თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, რომელიც წელიწადის ყველა სეზონზე, ყოველდღე მუშაობს.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის