USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის ძველი ჰაუპტვახტის შენობის ისტორია
Date:  2106

1810 წელს, რუსთაველის გამზირზე მაშინ, როდესაც მას ჯერ კიდევ „რუსეთისკენ მიმავალ გზას” უწოდებდნენ, სამხედრო მოსამსახურეთა დაპატიმრებისთვის განკუთვნილი შენობა – ჰაუპტვახტი აშენდა. ეს შენობა ზუსტად იმ ადგილას მდებარეობდა, სადაც ახლა კინოთეატრი „რუსთაველი” დგას.

ჰაუპტვახტის შენობა ორსართულიანი იყო, ამპირის სტილში. შემდგომ წლებში აქ კომენდანტის სამმართველო გადმოიტანეს. 1930 წელს ჰაუპტვახტის შენობა ქუჩის გაფართოების მიზნით დაანგრიეს და მის ადგილზე, 1939 წელს, არქიტექტორ ნიკოლოზ სევეროვის პროექტით კინოთეატრი აშენდა, რომელიც 1 200 მაყურებელზე იყო გათვლილი. კინოთეატრის ფასადს  დღემდე ამშვენებს მოქანდაკე თოფურიძის ოთხი ქანდაკება:  მუშა, კოლმეურნე და ფიზკულტურელი ქალ-ვაჟი რუსთაველის გამზირის მხრიდან, ფურცელაძის ქუჩიდან კი – მიქატაძის ალპინისტის ფიგურა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way