USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
თბილისის N215 საბავშვო ბაღში სრულად რეაბილიტირდა ბაღის ინფრასტრუქტურა
თარიღი:  856
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე N215 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც „განახლების პროგრამის“ ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა ბაღის ინფრასტრუქტურა.
 
ბაგა-ბაღს დაზიანებული ჰქონდა ფასადი, იყო მოძველებული ინტერიერი და პრაქტიკულად, არ გააჩნდა ეზოს ინვენტარი. პროექტის ფარგლებში, სრულად გარემონტდა ბაღის შენობა, შეიცვალა ინვენტარი, განახლდა შენობის ფასადი და მოწესრიგდა ეზოს ინფრასტრუქტურა - გაკეთდა სპორტული მოედანი და მოეწყო სათამაშო მოედნები. ბაღის ტერიტორიაზე შეიცვალა გზის საფარი. პროექტი „განახლების პროგრამიდან“ 1, 051, 000 ლარით დაფინანსდა.
 
ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ, კახა აბულაძე ბაღის გამოსაშვები ჯგუფის მუსიკალურ აქტივობას დაესწრო რაიონის გამგებელ დავით ხაბეიშვილთან, რაიონის დელეგატ ნიკოლოზ ელისაშვილთან, საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძესთან ერთად.
 
N215 ბაღი 12 ჯგუფიანია და ამ ეტაპზე, 500-მდე აღსაზრდელს ემსახურება.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის