თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
„ბიუჯეტის მეოთხე პროექტია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. მიხარია, რომ არცერთ შემთხვევაში, ეს მილიარდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა. თითოეულ შემთხვევაში, ეს იყო დაახლოებით, მილიარდ 100 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს დაპირება შესრულებულია. დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილია მილიარდ 50 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რომელიც მომავალი წლის პირველივე თვეს, დაახლოებით, 50-60 მილიონი ლარით გაიზრდება. ეს იქნება ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ტრანსფერი, რომელიც ჩვენი შეთანხმების ნაწილია. ეს თანხებიც მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე იქნება მიმართული“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, პანდემიამ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ნეგატიური გავლენა იქონია, თუმცა მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მლნ ლარს მიაღწევს.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს დაიწყო პანდემია, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ სექტორზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რასაკვირველია, ეს გავლენას ახდენს საბიუჯეტო შემოსავლებზეც. 2021 წელი, შეიძლება ითქვას, რომ არის ასევე ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია 1 მლრდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდია. ყოველ შემთხვევაში, იმ გამოწვევებს პასუხობს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. შეგახსენებთ, რამდენი იყო თბილისის ბიუჯეტი 2016-2017 წლებში - ეს იყო დაახლოებით, 700-800 მლნ ლარის ფარგლებში. ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მოვახერხებდით, თბილისის ბიუჯეტს 1 მლრდ ლარისთვის მიეღწია. თუ გადახედავთ ბიუჯეტის ჯამურ ჭერებს 2018, 2019, 2020 და ახლა უკვე 2021 წლებისთვის, არც ერთ შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტი 1 მლრდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წელს თბილისისთვის, მისი მოსახლეობისთვის იხარჯებოდა მინიმუმ 1 მლრდ ლარი. ეს ციფრი 2021 წელს იქნება 1 მლრდ 100 მლნ ლარი. აქედან დაახლოებით, 1/3 ანუ 33% მიმართულია სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებისთვის. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლა მითუმეტეს, პანდემიიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტუალური ხდება ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელება. პირველ რიგში, იგეგმება სოციალურ საჭიროებებზე გათვლილი ხარჯები, შემდეგ კი სხვა მიმართულების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 30 მლნ ლარით მეტია დაგეგმილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მთელი თბილისის მასშტაბით განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით დაგეგმილი ხარჯები კი ჯამურად, 425 მლნ ლარს მიაღწევს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
დედაქალაქის საკრებულო დღეს, თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. გარდა ამისა, თბილისის საკრებულო იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/