USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისი fDi Intelligence-ის ევროპის მომავლის ქალაქების 2024 წლის რეიტინგის ორ კატეგორიაში, ათეულში შევიდა
თარიღი:  

Financial Times ჯგუფის წევრმა fDi Intelligence „ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების“ 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თბილისი ორ კატეგორიაში, ათეულში აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, თბილისი „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, ევროპის წამყვან ქალაქებს შორის, მეექვსე ადგილზე, ხოლო „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ ნომინაციაში მეცხრე ადგილზე დასახელდა.

„საქართველოს დედაქალაქი კვლავ მსოფლიოს უმსხვილესი გამოცემის ყურადღების ცენტრში მოექცა.

Financial Times ჯგუფის წევრმა fDi Intelligence „ევროპის მომავლის ქალაქებისა და რეგიონების“ 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც თბილისი ორ კატეგორიაში, ათეულში აღმოჩნდა.

თბილისი „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, ევროპის წამყვან ქალაქებს შორის, მეექვსე ადგილზე, ხოლო „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ ნომინაციაში მეცხრე ადგილზე დასახელდა.

ანგარიშის მიხედვით, „ხარჯთეფექტიანობის“ კატეგორიაში, თბილისთან ერთად, საუკეთესო ქალაქებია: ანკარა, სოფია, ბუქარესტი, კიევი, სტამბოლი, ვარშავა, ბუდაპეშტი, პრაღა და ზაგრები. „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის“ მიმართულებით კი, ნომინაციის ათეულში თბილისთან ერთად, დასახელებულია ბარსელონა, ლონდონი, ბერლინი, დუბლინი, მადრიდი და ა.შ.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეიტინგის შედგენისას, ავტორებმა ევროპის მასშტაბით 509 ლოკაცია შეისწავლეს. შეფასება სულ ექვს კატეგორიას მოიცავს. ესენია: ეკონომიკური პოტენციალი, ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების წესი, ხარჯთეფექტიანობა, დაკავშირებულობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია“,- ნათქვამია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

https://www.fdiintelligence.com

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის