USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
"თბილისი ენერჯის" განცხადება - თბილისის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება 24 საათით შეუწყდება
дата:  675

კომპანია "თბილისი ენერჯი" განცხადებას ავრცელებს და იტყობინება, რომ დედაქალაქის ქუჩების ნაწილს გაზმომარაგება 24 საათით შეუწყდება. კერძოდ, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის მერიის მიერ ვერის პარკისა და ლაგუნას მიმდებარედ განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით, ორშაბათს, 17 მარტს, 10:00 საათიდან –18 მარტის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

ცენტრალური ქუჩები და ჩიხები:

თავისუფლების მოედანი 4
ბეგლარ ახოსპირელის I ჩიხი: 2, 3, 2/4, 4, 5/6, 7/8
ბეგლარ ახოსპირელის II ჩიხი: ½1/2, 4, 7/8, 8, 8/9
ბეგლარ ახოსპირელის III ჩიხი: 1, ½1/2, 1/17, 10, 4/5, 25, 5, 7, 8, 8/9, 9
ბეგლარ ახოსპირელის IV ჩიხი: 1/6, 5
ახოსპირელის ქუჩა: 3, 4, 5, 5/6, 6, 7, 9/8, 9, 3 შეს. 9, 10
ახოსპირელის გასასვლელი: 3, 3/7
კუფტინის ქ. 14
ჭოველიძე-ბელინსკის, ძმ. ზუბალაშვილების, ძმ. კაკაბაძეების, ბაქრაძის, ხოშტარიას, დავით თორაძის, მერაბ კოსტავას, ნიაღვრის ქ. 4, მთაწმინდის ქ. 12/14, ჭონქაძის ქ. 24, გერგეთის ქუჩა, შესახვევი (ახლ. ზ. დუმბაძის), კოტე მაყაშვილის ქ. 34, 36, რუსთაველის გამზ. 52

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩები:

დ. ყიფიანის ქ. 29, 35 (მთაწმინდის ქ. 27), ვუკოლ ბერიძის ქ. 6, ივანე კერესელიძის, ჩირგაძის, ზანდუკელის, გოგებაშვილის ქ. 29, 37, გოგებაშვილის III შესახვევი: 3, იაკობ გოგებაშვილის III შესახვევი: 4 (ნათია ბაშალეიშვილის ქ. 4), გრიბოედოვის ქ. 26, ვალერიან გუნიას, დანიელ ჭონქაძის II ჩიხი 3, ბარნოვის ქუჩის დასაწყისი, ჩიტაძის ქ. 10, 11, არსენას, ვ. ბერიძის, ალ. ჭავჭავაძის, გ. ტაბიძის, ლერმონტოვის (გ. ლორთქიფანიძის), ელიზბარ ზედგენიძის, ვანო სარაჯიშვილის, ვეძინის, თხინვალის, კოტე მესხის, ზურაბ ჟვანიას, ლიხის, სოლომონ ზალდასტანიშვილის, ტარას შევჩენკოს, ტარიელის, ტყის, გერონტი ქიქოძის, ძმები ზუბალაშვილების, ბესიკის, სულიკო ჟღენტის, ჩაბალის, დიმიტრი ყიფიანის, ვახტანგ კოტეტიშვილის, არსენას, მთაწმინდის, ზეინაბ ბოცვაძის, ეკატერინე გაბაშვილის, მიხაი ზიჩის, დანიელ ჭონქაძის, ბადუ კრავეიშვილის, კირილე უკლებას, ნიაღვრის, შიო ჩიტაძის, თედო ჟორდანიას, ლესია უკრაინკას, ალ. გრიბოედოვის, აპოლონ ქუთათელაძის, მარია ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, მიტროფანე ლაღიძის, რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მედეა ჯაფარიძის, შოთა მესხიას, სოლიკო ვირსალაძის, ჯამბულის, ვასო აბაშიძის, პეტრე მელიქიშვილის გამზ. 10

კოსტავას ქუჩის მიმდებარედ:

ზვიად გამსახურდიას სანაპირო 6
კოსტავას ქ. 43, 45, 85ა
კოსტავას I შეს. 9, 11ა
კოსტავას II შეს. 10, 2/4, 3, 3კ, 5, 7, 9

მარჯვენა სანაპირო, ვერის ბაღის ტერიტორია, რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ობიექტები:

მარჯვენა სანაპირო 6, 8, 10, რუსთაველის გამზ. 37, 42, 52, შპს "მ2 მელიქიშვილზე", საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამთავრობო დაცვის სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, უზენაესი სასამართლო, მთაწმინდის რაიონის გამგეობა, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი, "გუდვილი", "აჭარა გრუპი", "სითი ლოფტი", "რედისონ ბლუ ივერია", "მეტროპული", "ბილიარდის კლუბი ვერა", "ზირაათ ბანკი საქართველო", "ჯი_თი მთაწმინდა", "სილექს გრუპი", "ლიმონი2009", "მერანი ჰაბი", "უირვიკშირერთეითს", "პარაგრაფი", "ლინქსერ", "მალატ", "ცირკი", "ლაგუნა ვერე", "მარშალ დეველოპმენტ", "ახალი მატრიოშკა", "ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ", "მელიქიშვილი ინ", "ჯი ემ თი მთაწმინდა"

"თბილისი ენერჯის" განცხადებით, მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე მცირე და მსხვილ კომერციულ ობიექტებს (დაახლოებით 12,000 აბონენტს) გაზმომარაგება შეუწყდებათ. აღდგენა დაიწყება 18 მარტს 10:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати