USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
თავდაცვის ძალებში საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა
თარიღი:  759
საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა დასრულდა. კურსდამთავრებულებს რთული და მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ მიულოცა და სერტიფიკატები და სამხრე ნიშნები „სნაიპერი“ გადასცა.
 
თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს შვიდი კვირის განმავლობაში, მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის სნაიპერთა სკოლის ინსტრუქტორები ამზადებდნენ. კურსის განმავლობაში მსმენელებმა თვითგადარჩენის, დღისა და ღამის პირობებში სნაიპერული საცეცხლე მომზადების, მაღალმთიან რეგიონში სროლის ტექნიკის უნარ-ჩვევები განავითარეს და დავალებები თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე შეასრულეს. ყოველწლიური გეგმიური სწავლება თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის სნაიპერებად მომზადება-ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის