აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საქონლის მთელ იმპორტზე, უკვე არსებული გადასახადების გარდა, დამატებით 10%-იან ტარიფს დააწესებს.
ამის შესახებ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კანონი, როდესაც 2025 წელს ცალმხრივად დააწესა ტარიფები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიმართ.
თუმცა, ტრამპის მიერ მანამდე დაწესებული ტარიფებისგან განსხვავებით, ახალი მოსაკრებლები მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ძალაში, თუ კონგრესი მათ გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს.
ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ის დაიწყებს რამდენიმე ახალ მოკვლევას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტარიფების დასაწესებლად ცალკეული სავაჭრო კანონის საფუძველზე, რომელიც ცნობილია როგორც „301-ე მუხლი“.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.