USD 2.6760
EUR 3.1480
RUB 3.4848
თბილისი
ტარიფების გაუქმების შესახებ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ ტრამპმა ახალი 10%-იანი ტარიფი დააწეესა
თარიღი:  34

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში საქონლის მთელ იმპორტზე, უკვე არსებული გადასახადების გარდა, დამატებით 10%-იან ტარიფს დააწესებს.

ამის შესახებ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, როდესაც კომენტარს აკეთებდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კანონი, როდესაც 2025 წელს ცალმხრივად დააწესა ტარიფები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიმართ.

თუმცა, ტრამპის მიერ მანამდე დაწესებული ტარიფებისგან განსხვავებით, ახალი მოსაკრებლები მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს ძალაში, თუ კონგრესი მათ გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს.

ტრამპმა ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ ის დაიწყებს რამდენიმე ახალ მოკვლევას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ტარიფების დასაწესებლად ცალკეული სავაჭრო კანონის საფუძველზე, რომელიც ცნობილია როგორც „301-ე მუხლი“.

საზოგადოება
გიორგი კობერიძე - არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება
არსებობს ასეთი ცნება - "ახალი ამბებით გამოფიტვა" (News fatigue), რაც საზოგადოების მხრიდან მოვლენებზე რეაქციის დაქვეითებაში ან ადეკვატური პასუხის სრულ უუნარობაში გამოიხატება. ანუ, როცა ყველაფერი შოკისმომგვრელია, შოკისმომგვრელი აღარაფერია. ბოლო 25 წელიწადში მსოფლიომ იმდენი რამ გამოიარა, იმდენი საჭირო თუ არასაჭირო ინფორმაციით დაიბომბა, რომ ახლა ყველაზე მძიმე მოვლენაზეც კი რეაქცია, ხშირ შემთხვევაში, სოციალურ ქსელში სტატუსის დაწერით ან მეგობრების ვიწრო წრეში განხილვით შემოიფარგლება. ანუ ეჩვევი ამ ყველაფერს და აღარ გიკივირს.
 
ამის საუკეთესო მაგალითი უკრაინის ომშიც გამოიხატა - აღარავის უკვირს შუა ევროპაში ქვეყნის დედაქალქის დაბომბვა იქნება თუ ბავშვების სიკვდილი. ჩვენთანაც ასე მოხდა. მე კარგად მახსოვს საოკუპაციო ძალები ხალხს რომ იტაცებდნენ ან შუა ქვეყანაში საზღვრებს ავლებდნენ რამხელა რეაქცია ჰქონდა ხალხს ამაზე. ახლა საზოგადოების დიდ ნაწილს შეჩვევად ექცა.
 
და მსოფლიოშიც ასეა. სენსაციონისტებსაც კი აღარ უკვირთ არაფერი და მათაც დაუქვეითდათ რეაქცია: რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ობამამ თქვა, მე არ მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ უცხოპლანეტელები არსებობენო. ტრამპსაც და რუბიოსაც აქვთ მსგავსი განცხადებები ახლო წარსულში გაკეთებული, თუმცა გუშინ ტრამპმა ობამას ამ სიტყვებს "საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება" უწოდა. ეს არ არის ყველაფერი - მოგვიანებით, რამდენიმე საათის წინ მან განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანს უკვე მისცა ბრძანება, ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს. და რა ხდება ამ დროს? ამ ყველაფერზე საერთაშორისო მედიისა და მოსახლეობის რეაქცია თითქმის ნულს უტოლდება, ან თუ რაიმე საინტერესო გამჟღავნდა, აღფრთოვანებამ, მაქსიმუმ, რამდენიმე დღე გაძლოს.
 
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის