USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
თამაზ გაიაშვილი: ყოფილი პრეზიდენტის ფრენები ყოველთვის იყო შეკვეთილი თავდაცვის სამინისტროდან. ათობით მილიონი დოლარია დახარჯული ამ გადაფრენებზე
თარიღი:  628

თამაზ გაიაშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტობის დროს მიხეილ სააკაშვილის ფრენები თავდაცვის სამინისტროდან ფინანსდებოდა. საქართველოს ავიახაზების წარმომდგენლის თქმით, ექსპრეზიდენტის ფრენები გასაიდუმლოებული იყო.

„ყოფილი პრეზიდენტის ფრენები ყოველთვის იყო შეკვეთილი თავდაცვის სამინისტროდან. იყო შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაც უკვეთავდა, მაგრამ ეს იყო გამონაკლისის შემთხვევები. დაახლოებით 60-დან 100 ფრენამდე აქვს მას წელიწადში შესრულებული. ათობით მილიონი დოლარია დახარჯული ამ გადაფრენებზე. ეს იყო არამარტო სახელმწიფო, არამედ პირადი ვიზიტებიც. იმ დროისთვის ძალიან ძვირადღირებული თვითმფრინავებით დაფრინავდა. სააკაშვილის დროს ყველა ფრენა იყო გასაიდუმლოებული და მათ თავდაცვის სამინისტრო უკვეთავდა“, - აცხადებს გაიაშვილი.

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება და რომელიც ცნობილი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გახდა, დღეს პოლიტიკური შეფასებები კეთდება. საუბარია 14 მილიონზე, რომელიც გადახდილია თავდაცვის სამინისტროს მიერ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის