ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, მრავალპროფილური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკის აშენება ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სექტორის გაძლიერების საფუძველს შექმნის.
რაც შეეხება კლინიკის თანამშრომლებისთვის მომზადებულ შეთავაზებებს, თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული პაკეტი, პერსონალის სოციალური თუ შრომითი გარანტიების შექმნასა და მათ დასაქმებას უზრუნველყოფს.
კომპენსაციებს შორის არჩევანის გასაკეთებლად პერსონალს 2 კვირის ვადა აქვს მიცემული, გამოცხადებულია ტენდერი დემონტაჟსა და სამუშაოებზეც. მანამდე კი კლინიკაში სამედიცინო საქმიანობა გრძელდება.
„მრავალი წლის განმავლობაში რესპუბლიკური საავადმყოფო იყო მთავარი საყრდენი სახელმწიფოსთვის ჰოსპიტალური სერვისების მიწოდების კუთხით. ამდენად, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერებას და იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით იყო მიღებული, ისტორიული და ნამდვილად მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების კუთხით.
სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებულია დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებებში. კერძოდ, თუ პირი უარს იტყვის 12-თვიან კომპენსაციაზე, მას სახელმწიფო შესთავაზებს ალტერნატიული, ტოლფასი დასაქმების შესაძლებლობას 4-თვიან კომპენსაციასთან ერთად. თუ სახელმწიფო ვერ მოახერხებს სამედიცინო პერსონალისთვის ტოლფასი დასაქმების შესაძლებლობის მოძიებასა და შეთავაზებას, ამ შემთხვევაში სახელფასო კომპენსაცია განისაზღვრება 3-წლიანი ვადით, სანამ სამედიცინო პერსონალი თავად არ მოახერხებს, დასაქმდეს ალტერნატიულ პოზიციაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.