USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება
თარიღი:  

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება.

შენობაში შესვლამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მოკვლევის საფუძველი, ბაჩალიაშვილის საქმის დეტექტივ- გამომძიებლის, სერგო შუბითიძის სატელევიზიო ინტერვიუ გახდა. პროკურატურის ინფორმაციით, მან გამოძიების ფარგლებში სულ სამი ადამიანი გამოჰკითხა.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის