USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
თალიბანმა 2 დღეში 2 პროვინციის დედაქალაქი დაიკავა
Date:  892

6 აგვისტოს თალიბანმა დაიკავა ნიმროზის პროვინციის დედაქალაქი, ზარანჯი, დღეს, 7 აგვისტოს კი ჯუზჯანის პროვინციის დედაქალაქი – შებერღანი. ზარანჯი ავღანეთის მთავრობისთვის დიდი ეკონომიკური მნიშვნელობის ქალაქი იყო. 

თალიბანმა შებერღანზე შეტევა დილის ოთხ საათზე დაიწყო და ქალაქი პირველი საათისთვის დაიკავა. 

ავღანეთის ეროვნული არმიისა და მოქალაქე მოხალისეთა დანაყოფებმა ქალაქის აეროპორტისკენ დაიხიეს. აეროპორტი ქალაქში ჯერ კიდევ მთავრობის მიერ კონტროლირებადი ობიექტებიდან ერთ-ერთია. 

ასევე, 7 აგვისტოს თალიბანმა პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთის საჰაერო ძალების პილოტის, ჰამიდულლაჰ აზიმის აფეთქებაზე. ბომბი, რომელმაც პილოტი იმსხვერპლა, მის მანქანაზე იყო დამონტაჟებული. შემთხვევა ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის ერთ-ერთ რაიონში მოხდა. 

გუშინ, 6 აგვისტოს თალიბანმა პასუხისმგებლობა აიღო ავღანეთის მთავრობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დავა ხან მენაპალის მკვლელობაზეც.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თალიბანის სამიზნეები ხდებიან მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედროების ავღანელი თარჯიმნები, ავღანელი პილოტები და კომიკოსებიც კი. 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way