ჩინეთმა ავღანეთში მშვიდობისა და შერიგების ხელშეწყობაში კონსტრუქციული როლი შეასრულა და მისასალმებელი იქნება მისი წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში, - ამის შესახებ „თალიბანის“ პრესსპიკერმა სუჰაილ შაჰინმა განაცხადა.
”ჩინეთი არის დიდი ქვეყანა უზარმაზარი ეკონომიკითა და შესაძლებლობებით - ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ შეასრულონ ძალიან დიდი როლი ავღანეთის აღმშენებლობაში, რეაბილიტაციასა რეკონსტრუქციაში,“- აღნიშნა შაჰინმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.