USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თაბორის მთაზე ტურისტული ბილიკი მოეწყო
თარიღი:  932

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე კახა გულედანთან ერთად, თაბორის მთის ბილიკი დაათვალიერა.

ბილიკი ბააზოვის ქუჩას და თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტერს აკავშირებს.

„აქედან დედაქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. აქ იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, ფეხით გავლა შეუძლებელი იყო, იმდენად რთული ვითარება იყო. დღეს უკვე გაკეთებულია ეს საფეხმავლო ბილიკი, ასევე მოსასვენებელი გადმოსახედი სივრცე. ბილიკი განათებულია და აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით, ყველანაირად დაცულია. ჩვენ ახლა ერთად დავათვალიერეთ აქაურობა და ულამაზესია ჩვენი დედაქალაქი,  თუნდაც აქედან როცა გადაიხედავ. ტურისტულადაც ძალიან საინტერესოა. ამ თვალსაზრისით, კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება მომდევნო წლების განამვლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ლითონის კონსტრუქციის კიბე, მოაჯირები და განათების სისტემა, ასევე დამონტაჟდა კამერები. თბილისის პანორამული ხედის უკეთ დასათვალიერებლად და მოსასვენებლად ადგილზე მოეწყო ტერასები საქანელა სკამებით.

თაბორის მთის ფერიცვალების მამათა მონასტრის მიმდებარედ მოეწყო ღობეც. პროექტის ღირებულება ჯამში 1 388 000 ლარია.

ტურისტული ბილიკის დათვალიერების შემდეგ, კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ფირდოუსის ქუჩა დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო კომუნიკაციები, შეიცვალა გარე განათება და განახლდა ქვაფენილი.

პროექტისთვის კრწანისის რაიონის გამგეობიდან დაახლოებით 380 000 ლარი გამოიყო.

ადგილზე იმყოფებოდნენ კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის