USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიმართვა ევროპის ლიდერებს: მოგიწოდებთ არ აღიაროთ თაღლითური არჩევნები
თარიღი:  991

ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ კიდევ ერთ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც  იგი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ცნოს.

„უკვე მეორე კვირაა, ჩემი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის თავისი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებისთვის, აირჩიოს საკუთარი ლიდერები. 9 აგვისტოს არჩევნები არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე იყო. მისი შედეგები გაყალბებულია. ბელარუსის ქალაქების ქუჩებში თავიანთი ხმების დასაცავად გამოსულ ადამიანებს სასტიკად სცემა, აღუკვეთა თავისუფლება და აწამა რეჟიმმა, რომელიც გაშმაგებით იბრძვის გადარჩენისთვის. ასობით ადამიანი დაშავდა, სულ მცირე ორი კი გარდაიცვალა. ეს ყველაფერი ევროპის ცენტრში ხდება. მოგიწოდებთ, არ აღიაროთ ეს გაყალბებული არჩევნები. ლუკაშენკომ დაკარგა ლეგიტიმობა ჩვენი ხალხისა და მთელი მსოფლიოს თვალში. ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მიზნით საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოვედი, რომელიც დიალოგის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების პროცესს წარუძღვება და ახალ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს. ევროპის პატივცემულო ლიდერებო, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ბელარუსის გამოფხიზლებას. მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დაიცვათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები, პატივის სცეთ ბელარუსის სუვერენიტეტსა და მისი ხალხის არჩევანს“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ.

ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ არჩევნებზე ხმების მასობრივი გაყალბება მოხდა და გამარჯვებული არა ალექსანდრე ლუკაშენკო, არამედ ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაიაა. ისინი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის