USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
თბილისი
სურსათის მწარმოებლებს საკანონმდებლო სიახლეები გააცნეს
თარიღი:  1041

BizMind Connect-ის ოფისში სურსათის მწარმოებლებითვის საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საიხლეების გაცნობის მიზნით საინფორმაციო სემინარები გაიმართა.

შეხვედრა მიონის ბიზნესცენტრში 25-26 თებერვალს ჩატარდა, რომელსაც სურსათის მწარმოებელი მსხვილი კომპანიები,  ქსელური სუპერმარკეტებისა და მზა სურსათის მწარმოებელი ბიზნესოპერატორები დაესწრნენ. ორდღიან შეხვედრაზე განიხილებოდა შემდეგი საკითხები: ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები, სურსათის ეტიკეტირების წესი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „5 გასაღების პრინციპი“ და სხვა.

აღნიშნულ სემინარებს საერთაშორისო ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი (EHPMI) ატარებს. აქტივობა ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ცნობიერების ამაღლების ინიციატივა“ - ფარგლებში. პროექტის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე დაწყებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პროექტის პარტნიორია სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. შეხვედრაზე ბიზნეოპერატორებმა მოისმინეს არასამთავრობო სექტორის ჩართულობით ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშები, რომელიც ქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე momxmarebeli.ge 

სურსათის უვნებლობა ქვეყანაში ერთ-ერთი საჭირბოროტო და პრობლემური თემაა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებით ბოლო წლებში სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის მუშაობით ვითარება მნიშვნელოვნად  გაუმჯობესდა, დარგში არსებული გამოწვევების გარკვეული ნაწილი ისევ გამოწვევად  რჩება. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, სემინარები საჯარო და კერძო სკოლებშიც ტარდება. არაფორმალური განათლების ფარგლებში სპეციალურად მომზადებული პროგრამის მიხედვით განათლების მესამე საფეხურზე მყოფი მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართული სურსათის უვნებლობის შესახებ მომხმარებლების ინფორმირების კამპანიაში. ამ მიმართულებით სკოლებში დაგეგმილია კონკურსის ჩატარება. რამდენიმე სკოლამ გამოთქვა სურვილი, მათ საგანმანათლებლო პროგრამაშიც ინტეგრირდეს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები. სკოლების მაღალი ინტერესის გამო, გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი (EHPMI) მომავალშიც გააგრძელებს სკოლებთან თანამშრომლობას. ამ აქტივობას ბიზნესსექტორიც მიესალმება და მზად არიან, წარმოების პროცესის გაცნობის მიზნით უმასპინძლონ სკოლებს.

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით, 2024 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა ჩაატარა საგრანტო კონკურსი რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების გამოსავლენად.  სულ დაფინანსდა შვიდი პროექტი ანუ შვიდი სამოქალაქო ორგანიზაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თბილისში პროექტის გამარჯვებული საერთაშორისო ორგანიზაცია ააიპ გარემოს დაბინძურებისა და მართვის ინსტიტუტი EHPMI-ია, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.

პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან პირისპირ ახსნა-განმარტებითი შეხვედრები ჩატრადა. დაგეგმილია ბიზნეოპერატორებთან სამუშაო სემინარები საკანონმდებლო სიახლეების გაცნობის მიზნით. ნებისმიერი აქტივობა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს - სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის - 1501 - პოპულარიზაცის ფონზე მიმდინარეობს. ამ მიზნით დამზადებული საინფორმაციო ხასიათის მასალები მოსახლეობაში, სკოლებსა და სარეალიზაციო ობიექტებში  რიგდება.

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტი "რეგიონები და ხალხი სურსათის უვნებლობისთვის" ხორციელდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ეგიდით მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სურსათის უვნებლობის საკითხებზე. ეს კამპანია ევროკავშირისა და  შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტის „სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში ENPARD IV“ ნაწილია. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ხოლო განმახორციელებლები არიან CzDA და FAO.

 

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის