USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
თბილისი
„სუპერ სამშაბათის“ კენჭისყრაში ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ლიდერობენ
თარიღი:  511

ამერიკის შეერთებული შტატებში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ შიდა პარტიული არჩევნები, ე.წ. სუპერ სამშაბათი მიმდინარეობს.

CNN-ის ინფორმაციით, შტატების უმეტესობაში საარჩევნო უბნები დახურულია. კერძოდ, ამ დროისთვის, კენჭისყრა დასრულებულია : აიოვაში, ვერმონტში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ალაბამაში, მეინიში, მასაჩუსეტსში, ოკლაჰომაში, ტენესსა და არკანზასში.

CNN-ის პროგნოზების თანახმად, დონალდ ტრამპმა გამარჯვება მოიპოვა ალაბამაში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ტენესში, ოკლაჰომაში, მეინიში, არკანზასსა და ტეხასში. ასევე CNN-ის პროგნოზით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჯო ბაიდენი ლიდერობს ალაბამაში, აიოვაში, ვერმონტში, ვირჯინიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, მეინიში და მასაჩუსეტსში.

„სუპერ სამშაბათის“ დროს „დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავიანთ კანდიდატებს 15 შტატში ირჩევენ.

ეს იყო საოცარი ღამე და საოცარი დღე, ეს არის დროის წარმოუდგენელი პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, - ასე გამოეხმაურა ე.წ. „სუპერ სამშაბათს“ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ტრამპმა მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს, მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერებს სუზი უილსს და კრის ლასივიტას, ასევე მის საარჩევნო შტაბს და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან გაყოფილი ქვეყანა" გახდა, რომელსაც მალე გააერთიანებს.

„ჩვენ გვყავს დიდი რესპუბლიკური პარტია უზარმაზარი ნიჭით და გვსურს გვქონდეს ერთიანობა და ჩვენ გვექნება ერთიანობა და ეს ძალიან სწრაფად მოხდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მეტოქე, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა: „ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, რადგან არჩევანი არ გვაქვს“.

CNN-ის პროგნოზით, დონალდ ტრამპი ე.წ. „სუპერ სამშაბათის“ კენჭისყრაში მინიმუმ 11 შტატში გაიმარჯვებს. ამ დროისთვის, ტრამპის მეტოქე, ნიკი ჰეილი “რესპუბლიკელების“ პრაიმერიზში მხოლოდ ვერმონტში ლიდერობს.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის