USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
სუდანი, სამხრეთ აფრიკა, საქართველო - IMF-ის მონაცემებით საქართველო უმუშევრობით ერთ-ერთი ლიდერია
თარიღი:  435

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებული გლობალური უმუშევრობის სტატისტიკის თანახმად, საქართველო უმუშევრობით მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. მსოფლიოს ეკონომიკურ მიმოხილვაში (WEO 2024) საერთაშორისო სავალუტო ფონდს უმუშევრობის მიმართულებით წარმოდგენილი აქვს 99 ქვეყნის უმუშევრობის სტატისტიკა 2024 წლისთვის. მათ შორის საქართველო მესამე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციაზეა სუდანი 58%-იანი უმუშევრობით, მეორეზე სამხრეთ აფრიკა 33.7%-იანი უმუშევრობით, მესამეზე კი საქართველო 14.5%-იანი უმუშევრობით. უმუშევრობა უფრო დაბალია უკრაინაში, სადაც ამჟამად საომარი ვითარებაა და 14.2%-ს შეადგენს.

წყარო:https://bm.ge/

უმუშევრობა მსოფლიოს გარშემო - 2024 წელს, დალაგებულია კლების მიხედვით:

# ქვეყანა უმუშევრობა 2024 წელს
1 სუდანი 58.0%
2 სამხრეთ აფრიკა 33.7%
3 საქართველო 14.5%
4 უკრაინა 14.2%
5 მაროკო 13.4%
6 ბოსნია და ჰერცეგოვინა 13.2%
7 სომხეთი 13.0%
8 ჩრდილოეთ მაკედონია 13.0%
9 ესპანეთი 11.6%
10 ალბანეთი 10.7%
11 საბერძნეთი 10.5%
12 სურინამი 10.3%
13 კოლუმბია 10.2%
14 ბაჰამის კუნძულები 10.0%
15 თურქეთი 9.3%
16 სერბეთი 9.1%
17 ყირგიზეთი 9.0%
18 შვედეთი 8.5%
19 კაბო ვერდე 8.5%
20 ჩილე 8.5%
21 პანამა 8.4%
22 ურუგვაი 8.4%
23 ფინეთი 8.3%
24 კოსტა რიკა 8.3%
25 არგენტინა 8.2%
26 ჰონდურასი 8.0%
27 ირანი 8.0%
28 პაკისტანი 8.0%
29 ბარბადოსი 7.9%
30 ესტონეთი 7.5%
31 საფრანგეთი 7.4%
32 ლიტვა 7.3%
33 ეგვიპტე 7.2%
34 ბრაზილია 7.2%
35 იტალია 7.0%
36 ნიკარაგუა 6.8%
37 პერუ 6.8%
38 ლატვია 6.7%
39 პორტუგალია 6.5%
40 უზბეკეთი 6.3%
41 პარაგვაი 6.3%
42 მავრიკი 6.3%
43 პუერტო რიკო 6.2%
44 კანადა 6.2%
45 დომინიკის რესპუბლიკა 6.0%
46 ლუქსემბურგი 5.8%
47 ბელგია 5.7%
48 ხორვატია 5.6%
49 რუმინეთი 5.6%
50 ავსტრია 5.6%
51 სლოვაკეთის რესპუბლიკა 5.6%
52 აზერბაიჯანი 5.4%
53 კვიპროსი 5.3%
54 ელ სალვადორი 5.2%
55 ინდონეზია 5.2%
56 ახალი ზელანდია 5.1%
57 ჩინეთი 5.1%
58 ბოლივია 5.0%
59 ფიჯი 5.0%
60 მონღოლეთი 5.0%
61 ბრუნეი დარუსალამი 4.9%
62 ყაზახეთი 4.8%
63 ირლანდია 4.4%
64 უნგრეთი 4.4%
65 ფილიპინები 4.4%
66 ბულგარეთი 4.3%
67 ნორვეგია 4.3%
68 გაერთიანებული სამეფო 4.3%
69 ეკვადორი 4.2%
70 ავსტრალია 4.2%
71 შეერთებული შტატები 4.1%
72 ნიდერლანდები 3.9%
73 არუბა 3.9%
74 სან-მარინო 3.9%
75 ისლანდია 3.8%
76 ჩინეთის ტაივანის პროვინცია 3.7%
77 მალაიზია 3.5%
78 მოლდოვა 3.5%
79 სლოვენია 3.5%
80 ბელიზი 3.4%
81 გერმანია 3.4%
82 პოლონეთი 3.2%
83 ისრაელი 3.1%
84 ბელორუსია 3.0%
85 მალტა 3.0%
86 სეიშელის კუნძულები 3.0%
87 მექსიკა 3.0%
88 დანია 2.9%
89 კორეა 2.9%
90 ჰონგ კონგი 2.8%
91 ჩეხეთის რესპუბლიკა 2.8%
92 რუსეთი 2.6%
93 იაპონია 2.5%
94 შვეიცარია 2.4%
95 ვიეტნამი 2.1%
96 სინგაპური 1.9%
97 მაკაოს SAR 1.8%
98 ანდორა 1.6%
99 ტაილანდი 1.1%
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის