USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა გრძელდება - განაცხადების მიღება 31 მაისამდე იწარმოებს
თარიღი:  728

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიაში 5 მარტიდან დღემდე 1 900-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, აქედან 254 განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრისა და შშმ სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსებას.

„ძალიან დიდია ინტერესი აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოსული განაცხადების განხილვა გრძელდება და ეტაპობრივად ყველა იქნება დაკმაყოფილებული. განცხადებების მიღება გაგრძელდება 31 მაისამდე. ასე რომ, იაქტიურეთ, წარმოადგინეთ განაცხადები და მუნიციპალიტეტი ყველანაირად დაგეხმარებათ ამ მიმართულებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთანავე, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, 442 წარმატებული მაგისტრანტი თბილისის მერიის ფინანსურ დახმარებას მიიღებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის