USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
სტუ-ს საპატიო დოქტორის, პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელია - შესაძლოა აზროვნებით გაუსწრო ეპოქას?
თარიღი:  866

ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე თამამად შეიძლება დადებითი პასუხის გაცემა „დიახ“. ამის საფუძველს კი იძლევა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსისტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, სტუ-ს საპატიო დოქტორის, პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას სამეცნიერო-შემოქმედებითი მოღვაწეობა. 

გ. კვარაცხელია თავისი მრავალპროფილური სამეცნიერო ცოდნით და  ინჟინრული აზროვნებით ყოველთვის უსწრებდა და უსწრებს  ყოფით ცხოვრებაში უკვე ფართოდ დამკვიდრებულ თანამედროვე ტექნოლოგიებს. მტკიცებულებათა სახით კი შეიძლება მოყვანილი იყოს მის მიერვე შექმნილი არა ერთი, ტექნიკურად და ტექნოლოგიურად განსხვავებული ობიექტები.

 

  1. სპეციალისტთა არმიაა დღეს დასაქმებული თვითმფრინავთმშეენებლობის დარგში. კონსტრუქტორები ინოვაციების მუდმივ ძიებაში არიან  და   მუშაობენ სამოქალაქო, სამხედრო ან სამრეწველო დანიშნულების ახალი თვითმფრინავების ზოგად კონცეფციებზე,  ქმნიან მათ ესკიზებს,  ტექნიკურ და მუშა პროექტებს, ახდენენ მასთან დაკავშირებულ გამოთვლებს და ა.შ.      

აღნიშნულის მაგალითია კომპანია ICON Aircraft, Inc (აშშ). ამ კომპანიამ 2008 წელს წარმოადგინა პირველი პროტოტიპი დასაკეც ფრთებიანი  მსუბუქი სპორტული თვითმფრინავი-ამფიბიისა, ხოლო სერიული მოდელების წარმოება კი დაიწყო მხოლოდ 2015 წელს.   ამ კომპანიის საფრენმა აპარატმა „Icon A5“ 2008-2010 წლებში მოიპოვა უამრავი ჯილდო მათ შორის, 2008 წელს, როგორც  წლის 100 საუკეთესო ინოვაცია (2008 Popular Science 100 Best Innovations of the Year), 2009 წელს ოქროს მედალი ტრანსპორტის კატეგორიაში (2009 IDSA International Design Excellence Award - Gold in the category Transportation), 2010 წელს „წლის საუკეთესო გამოგონება, რომელიც აუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას“ (2010 Wallpaper; Life Improvement Invention of the Year - Jury Prize). გარდა ზემოაღნიშნულისა ხსენებულმა კომპანიამ 2013 წელს წარადგინა განაცხადი და  მოიპოვა მასზე აშშ პატენტი US10435138. მოყვანილ კონსტრუქციაზე ამ კომპანიას ასევე მოპოვებული აქვს კანადის, ბრაზილიის, ევროპის, ავსტრალიის, რუსეთის და ა.შ პატენტები. 

 რას წარმოადგენს და როგორ არის კონსტრუირებული ICON Aircraft, Inc-ის ხსენებული საფრენი აპარატი. 

აშშ პატენტით დაცულია „ფრთის ხელით დასაკეცი მექანიზმი“, გარდა პატენტისა საფრენი აპარატის კონსტრუქცია და დაკეცვის მექანიზმი თვალსაჩინოდ ჩანს  სხვა საინფორმაციო წყაროებიდანაც (მაგალითად, https://www.iconaircraft.com, https://www.aerospace-technology.com/projects/icon-a5-amphibious-sport-plane და სხვ.) 

ამავე დოკუმენტებიდან იკვეთება ის გარემოებაც, რომ ხსენებული საფრენი აპარატი წარმოადგენს ჰიდროთვითმფრინავს, რომელსაც ფიუზელაჟის სპეციალური კონსტრუქციის გამო შეუძლია წყლის ზედაპირზე დაჯდომისა და აფრენის შესაძლებლობა. ხოლო დაკეცილ მდგომარეობაში უზრუნველყოფილია არამარტო მისი შენახვა მცირე ფართის პირობებში, არამედ მისი კომფორტულად გადატანაც.

ბატონი გ. კვარაცხელიას საოჯახო ვიდეო არქივიდან, რომელიც გადაღებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში, თვალსაჩინოდ ჩანს საფრენი აპარატის მოდელი, მისი კონსტრუქცია,  ტიპი ( ჰიდრო-თვითმფრინავი), ფრთების ხელით დაკეცვის მექანიზმი და აპარატის  აფრენა-დაჯდომის და ჰორიზონტალური ფრენის რეჟიმები.

 თუ გავავლებთ ანალოგიას ICON Aircraft, Inc აქ აღწერილ საფრენ აპარატთან დავინახავთ, რომ    გ. კვარაცხელიას მიერ, გაცილებით ადრე (თითქმის  ოთხი ათეული წლის უკან)  შექმნილი კონსტრუქცია იდენტურადაა გადატანილი 2008 წელში გამოშვებულ და 2019 წელს პატენტით დაცულ ობიექტის კონსტრუქციაში, კერძოდ:

 * ფიუზელაჟის კონსტრუქცია სპეციალური ძირით,

* გონდოლასა და საჰაერო ხრახნის  განლაგების სქემა და კინემატიკა, 

* ფრთების კონსტრუქცია და მისი დაკეცვის მექანიზმი.

ღრმა ტექნიკური თუ ტექნოლოგიური ანალიზის გარეშეც გაოცებას იწვევს არამარტო ფრთის დაკეცვის მექანიზმის პრინციპის  და მთლიანად საფრენი აპარატის  ძირითადი კვანძების შეთანწყობის იდენტურობა, არამედ ჩანაფიქრის იგივეობაც, რომლის მიხედვით ასეთი საფრენი აპარატი შესაძლოა ყოფილიყო მსუბუქი, სპორტული, ამფიბიის ტიპის. 

უფრო მეტიც, ბ-ნ გ. კვარაცხელიამ  ჯერ კიდევ გასულ საუკუნის მიწურულს შექმნა განსხვავებული ტიპის  საფრენი აპარატი, რომლის კლასიც მხოლოდ 2004 წელს შემოიღო აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ - LSA (Light-sport aircraft). 2008 წელს შექმნილი საფრენი აპარატი ICON A5 სწორედ ამ კლასს იქნა მიკუთვნებული. 

მიუხედავად ასეთი ძირეული მსგავსებისა გ. კვარაცხელიას საფრენ აპარატი განსხვავდება ზოგიერთი კონსტრუქციული ნიუანსით ICON Aircraft, Inc აპარატისაგან, რაც გ კვარაცხელიას მიერ შექმნილ საფრენ საშუალებას  ბევრ უპირატესობას ანიჭებს მის ამერიკულ ორეულთან შედარებით. 

გ. კვარაცხელიას საფრენი აპარატი დამატებით შეიცავს:

ფრთის ავტომატური შეკეცვის მექანიზმი, წყლის ზედპირზე დაშვების შემდეგ. 

ა) ასაკეც თვლებს და ასაკეც თხილამურის ტიპის საყრდენ ელემენტებს, რაც ამ საფრენ აპარატს აძლევს აფრენა-დაჯდომის შესაძლებლობას გრუნტის ან თოვლის  საფარიან ადგილებიდან.

აღნიშნული განსხვავებანი გ. კვარაცხელიას საფრენ აპარატს ანიჭებენ, გარკვეულწილად უნივერსალობის ფუქციასაც კი. 

  1. უხსოვარი დროიდან ადამიანები ისწრაფოდნენ ეფრინათ, როგორც ფრინველებს ან  ეცურათ, როგორც თევზებს. დღეს შეუძლებელია დადგენილი იქნას თუ ვინ შექმნა პირველი მცურავი საშუალება, რითაც ადამიანებს შეეძლოთ გადაადგილება წყლის ზედაპირზე, თუმცა თანამედროვე პირობებშიც მიმდინარეობს გაცხოველებული მუშაობა წყალზედა თუ წყალქვეშა მცურავი საშუალებების კონსტრუქციების შემუშავებასა თუ დახვეწაზე. 

2019 წელს კომპანიამ HYPER-SUB PLATFORM TECHNOLOGIES, INC (აშშ) წარმოადგინა მრავალმიზნობრივი მცურავი აპარატი, რომელზეც კომპანიის დამფუძნებელს Reynolds Marion-ს 2010 წელს მიღებული ქონდა აშს პატენტი US7856938B2 28.12.2010 „ზოგადი დანიშნულების წყალქვეშა ნავი წყალზედა სვლის მაღალი სიჩქარით“. წარმოდგენილ მოდელში  გაერთიანებული იყო ჩქაროსნული კატარღისა და წყალქვეშა ნავის კონცეფციები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო  ფართო მასშტაბის ამოცანების შესასრულებლად, როგორიცაა ტურიზმი, წყალქვეშა კვლევები, საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, სამხედრო საქმე  და ა.შ.     

ჩქაროსნული კატარღისა და წყალქვეშა ნავის კონცეფციების ინტეგრირების პროცესი 2010 წლიდან (2009 წლის ნოემბრიდან) დაიწყო კომპანიამ Innespace Productions (აშშ) შექმნა რა ინოვაციური მცურავი აპარატი დასახელებით „Seabreacher“. ხსენებულ აპარატს გააჩნია, როგორც წყლის ქვეშ ასევე წყლის ზედაპირზე გადაადგილების შესაძლებლობა. იგი აღჭურვილია ბიონიკური ფიუზელაჟით, რომელიც მიმსგავსებულია ზღვის ძუძუმწოვრების გარეგნულ სახესთან (დელფინი,  ზვიგენი). ფიუზელაჟის კორპუსს გააჩნია  წინა და უკანა წაწვეტებული ნაწილი. წინა და უკანა ნაწილში განთავსებულია  რადიალურად განლაგებული  ფრთების წყვილი. წინა ფრთების  შერჩევითი გადაადგილება ვერტიკალურ სიბრტყეში უზრუნველყოფს ჩასაყვინთი სიბრტყეების ფორმირებას. გარდა ამისა,  ამავე ფრთების მართვით შესაძლებელია პიკირების სიბრტყეების ფორმირებაც,  ხოლო უკანა ფრთები მოქმედებს როგორც სტაბილიზატორები.  აპარატი ასევე შეიცავს ვერტიკალურ ფრთას, რომელიც მოქმედებს როგორც ვერტიკალური სტაბილიზატორი, განსაკუთრებით წყლის ქვეშ გადაადგილებისას და საჭის მართვის მექანიზმს. აპარატს გააჩნია ძალური დანადგარი, ჰაერშემკრები და რეზერვუარები დაჭირხნული ჰაერის შესანახად. ზემოთმოყვანილი კონფიგურაცია უზრუნველყოფს აპარატის საკმაოდ მაღალი მანევრირების უნარს.

განხილული მაგალითები, დღეს აღიარებულია, როგორც „საოცარი“ ტექნიკური გადაწყვეტები, რომელშიც შერწყმულია მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები. 

„საოცარ“ ტექნიკურ გადაწყვეტას წარმოადგენს არა განხილული მაგალითები, არამედ ბ-ნ გ.კვარაცხელიას მიერ გაცილებით ადრე შექმნილი „მყვინთავი კატარღა“, რომელზეც ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ „ალიაში“ 2000 წელს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სტატიის გამოქვეყებამდე  „მყვინთავი კატარღა“კონსტრუქციულად სრულყოფილი სახით შემუშავდა კიდევ უფრო ადრე.  

    რას წარმოადგენს გ.კვარაცხელიას მიერ შექმნილი „მყვინთავი კატარღა“ ?

კატარღას გააჩნია ბიონიკური კორპუსი, რომელიც იმეორებს დელფინის გარეგნულ ფორმას. კატარღა აღჭურვილია წინა, რადიალურად განლაგებული ფრთების წყვილით, უკანა რადიალურად განლაგებული მეორე ფრთების წყვილით, ვერტიკალური ფრთით, რომელზეც შესრულებულია საჭე. ზოგადად კატარღის კონსტრუქცია მთლიანობაში არის მოდულური, და გააჩნია კორპუსთან ორივე მხრიდან გასართად მიერთებული ჰერმეტიზირებული ნაკვეთურები ელემენტები. ეს ნაკვეთურებიანი ელემენტები ძირითადად განკუთვნილი იყო საბრძოლო აღჭურვილობის, რაკეტების ან ტორპედოების განსათავსებლად, რაც სრულებითაც არ გამორიცხავდა მათი სხვა დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობასაც.   

როგორც ვხედავთ ჩქაროსნული კატარღისა და წყალქვეშა ნავის კონცეფციების გაერთიანება, მაგალითებში განხილულ აპარატებზე გაცილებით ადრე,  შეიმუშავა  ბ-ნ გ. კვარაცხელიამ და  წარმოადგინა კიდევაც კონსტრუქციულ;ი მოდელი. გ. კვარაცხელიას ინჟინრულმა აზროვნებამ, მეცნიერულმა ცოდნამ, პროფესიონალურად გამართულმა მიდგომებმა   და მაღალმა ინტელექტუალურმა პოტენციალმა გაცილებით ადრე უზრუნველყო კატარღაში ისეთი კონსტრუქციულ ტექნოლოგიური ელემენტების რეალიზება, როგორიცაა

ა) ბიონიკური კორპუსი

ბ) წინა, რადიალურად განთავსებული ფრთები

გ) უკანა რადიალურად განთავსებული ფრთები

დ) ვერტიკალური ფრთა

ე) საჭის მექანიზმი

 ვ) რადიალურად განთავსებული ფრთების შერჩევითი მოძრაობებით წყალქვეშა და წყალზედა გადაადგილებების, მანევრირებების უზრუნველყოფა.

და სხვა.   

საოცარია, მაგრამ თითქმის ათეულ წელზე მეტი დასჭირდათ ინჟინრებს იმისათვის, რომ ეფიქრათ ჩქაროსნული კატარღისა და წყალქვეშა ნავის კონცეფციების ინტეგრირების შესაძლებლობაზე და საკუთარ კონსტრუქციებში გაემეორებინათ ის კონსტრუქციული შესრულების ფორმები და მექანიზმები რაც დამახასიათებელია გ. კვარაცხელიას  „მყვინთავის კატარღის“ კონსტრუქციისათვის.  

მიუხედავად ზოგიერთი იდენტური კონსტრუქციული ნიშნისა თუ ფორმისა, გ. კვარაცხელიას კატარღას გააჩნია კონსტრუქციული ნიუანსები, რომლებიც მას ანიჭებენ გაცილებით მაღალ ტექნიკურ მახასიათებლებს, კერძოდ: 

ა) კონსტრუქციის მოდულური შესრულების ფორმა, ანუ  ელემენტების, კვანების გასართად შეერთების და ურთიერთშეცვლადობის შესაძლებლობა,  რომელიც იძლევა კატარღის სხვადასხვა ფუქნციითა თუ დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.

ბ) რადიალურად გამოშვერილი  ფრთის ორივე (წინა და უკანა) წყვილისათვის საჭის მართვის ფუნქციებთან ერთად სტაბილიზატორების ფუნქციების შეთანწყობა (განსხვავებით მეორე მაგალითში განხილულისა, სადაც წინა წყვილი საჭის მართვის მექანიზმის ნაწილია, ხოლო უკანა მხოლოდ სტაბილიზატორის ფუნქციას ასრულებს),  ზრდის არა მარტო კატარღის მანევრირების შესაძლებლობებს,  არამედ   მის მდგრადობას წყლის ქვეშ, რადგან წინა და უკანა საჭეების განცალკევებულად გამოყენების დროს კატარღის ბალანსირება დაბალ სიჩქარეებზე ხორციელდება ცხვირის ანუ წინა ფრთების წყვილით, ხოლო დიდ სიჩქარეებზე კიჩოს ანუ უკანა ფრთების წყვილით. გარდა ზემოაღნიშნულისა გ. კვარაცხელიას კატარღას გააჩნია წყლის სიღრმიდან სწრაფად ამოსვლის შესაძლებლობა, რადგან ამ პროცესის განხორციელებისას კიჩოს ანუ უკანა ფთების წყვილის ეფექტურობა უფრო მაღალია ვიდრე წინასი, რასაც მოკლებულია მაგალითში განხილული აპარატები. უფრო მეტიც წინა და უკანა ფრთების კომბინირებული გამოყენება კი ხსენებულ პროცესს უფრო დააჩქარებს. 

გ) ვერტიკალური საჭის  ფიუზელაჟის ზემოთ ვერტიკალურ ფრთასხმულობაზე განთავსება (განსხვავებით მეორე მაგალითში განხილულისა, სადაც ეს უკანასკელი განლაგებულია ფიუზელაჟის ქვემოთ დამოუკიდებელი ელემენტის სახით) რაც ასევე ხელს უწყობს  მდგრადობას, სტაბილურობას და მართვადობას, რადგან ასეთი შესრულებისას საჭეზე უზრუნველყოფილია ნაკლები შუბლური წინააღმდეგობა და  იმავდროულად  იგი ნაკლებადაა გადაფარული სხვა გაბარიტული ელემენტებით, როგორიცაა ფიუზელაჟი, გონდოლა და სხვ.  რაც თავისთავად  ამაღლებს მართვადობის ხარისხს

დ) ჰერმეტიზირებულ ნაკვეთურიანი ელემენტები და მათი ფიუზელაჟთან მიმაგრება, იმგვარად, რომ წინა და უკანა ჰორიზონტალური საჭები ჩაკეტილია ფიუზელაჟსა და ხსენებულ ელემენტს შორის, რადგან ზოგადად ჰერმეტიზებული ელემენტების გამოყენება ამაღლებს მდგრადობას და სტაბილურობას, როგორც წყლის ზედაპირზე ასევე წყალქვეშ, რამეთუ ისინი ასრულებენ ტივტივას ფუნქციას. გარდა ამისა ამგვარ შესრულების ფორმაში განსაკუთრებით იზრდება განივი მდგრადობა მცირდება  რყევების ამპლიტუდა. საჭეების ფუზელაჟსა და ჰერმეტიზირებულ ელემენტებს შორის განთავსებით კი აღმოფხვრილია საჭის (ფრთის) თავისუფალ ბოლოებზე რთული დაგრიგალებული წყლის ნაკადის წარმოქმნის შესაძლებლობა, რომელიც გარსშემოედინება მას, ეს კი  მთლიანობაში დადებიტად მოქმედებს ააპარატის   ჰიდროდინამიკურ მახასიათებლებზე.

ე)  ჰერმეტიზირებულ ნაკვეთურიანი ელემენტების ძირის ფორმა, სადაც ამ უკანასკნელზე ფორშტევენი მაღალი დახრის კუთხით, აქტერშტევენი დაბალი დახრის კუთხით და  გრძივი რედანები, თუ გავითვალისწინებთ გ.კვარაცხელიას მიერ კონსტრუირებულ ახალ საჰაერო ხრახნს რაც კატარღას აძლევს გლისირების შესაძლებლობას  და შესაბამისად უზრუნველყოფს  წყლის ზედაპირზე  მაღალი სიჩარეების მიღწევას. ამავე ეფექტს აძლიერებს ჰერმეტიზებული ელემენტების კონტურის ფორმაც,   რომელიც ფორმირებულია ჩქაროსნული კატარღის ძირის ფორმის ანალოგიურად.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბატონი  გ. კვარაცხელია მიერ შექმნილი საფრენი აპარატის კონსტრუქცია მხოლოდ საოჯახო ვიდეო არქივში დარჩა, ხოლო მის მიერვე შექმნილი „მყვინთავი კატარღა კი მხოლოდ გაზეთის გაყვითლებულ ფურცლებზე  და ვერ ჰპოვა  გაგრძელება ვერც ისეთ დამცავ დოკუმენტში, როგორიცაა პატენტი და ვერც საცდელ მოდელში. თუმცა ხსენებული ვიდეო არქივის  დღეს გამოქვეყნება და გაზეთ „ალიას“ მაშინდელი ნომრის გაცნობაც  კი, არამარტო დარგის სპეციალისტებს, არამედ ტექნიკასა და ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებულ პირებსაც  თვალსაჩინოდ დაანახვებს  ბ-ნი გ. კვარაცხელიას  საინჟინრო აზროვნების ხელოვნებას, რომელმაც ათეული წლებით, გაუსწრო დროს, მის ინტელექტუალურ პოტენციალს,  მის უნარს ცოდნათა შემოქმედებითი სისტემატიზაციის საფუძველზე მართოს ახალი იდეების გენერირების პროცესი და რომლის სწორმა გამოყენებამ  ძალიან დიდი სარგებელი შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას.

              


                                                



გადავინაცვლოთ დიდ ავიაციაში

 

გოგი კვარაცხელია   და    ,,Lockheed Martin"

გზა სინათლის სხივის დიფრაქციიდან, აეროდინამიკის მწვერვალამდე

 

ავიაკომპანია „Lockheed Martin“ F-35B  მოდელის საფრენ აპარატში გამოყენებული  ამწევი საჰარო ხრახნის კონსტრუქცია, მისი მოქმედების პრინციპი და შედეგად წარმოქმნილი უპირატესობები იმით არის საინტერესო, რომ მასზე  მსჯელობები და დასაბუთებები, გაცილებით ადრე უკვე მოყვანილი იყო, ,,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, სტუ-ს საპატიო დოქტორის პოლკოვნიკ გოგი  კვარაცხელიას" პატენტში GE P 2000 1979 B, რომელიც გამოქვეყნებული იყო 05.12.1999 წელს.

        ბატონ გოგი კვარაცხელიას პატენტი, ეხებოდა საფრენ აპარატს და მისი გადაადგილების ხერხს საიდანაც კარგად ჩანს ის პრინციპი, რომელიც გამოყენებულია კომპანია „Lockheed Martin“-ის მიერ დაპროეტებულ და წარმოებულ გამანადგურებელში F-35B. შეიძლება ითქვას, რომ გ. კვარაცხელიას მიერ გაცილებით ადრე მიგნებული ტექნიკური გადაწყვეტა იმ დროისათვის წარმოადგენდა საინჟინრო აზროვნების მწვერვალს, და როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ათეული წლების გასვლის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას. 

( მე არავის არ ვედავები და არც პრეტენზიას ვაცხადებ, პირიქით მიხარია, რომ ჩემი  არატრადიციული დისკოსებრი საფრენი აპარატის კონსტრუქციული პრინციპი გამოყენებული იქნა ამ უზარმაზარი ავიაკომპანიის „Lockheed Martin“-ის ინჟინერების მიერ. ამიტომ მიუხედავად ჩემი უკუღმართი და განვლილი ეკლიანი ცხოვრების გზისა, მაინც ბედნიერ კაცად ვთვლი ჩემს თავს, რომ ღმერთმა სიცოცხლეშივე მომასწრო ჩემი ადრეული ჩანაფიქრების განხორციელებას, არა  ერთ სფეროში. არა აქვს მნიშვნელობა ამას, ეს სად და რომელ ქვეყანაში)

ამწევი ძალის მოყვანილი წარმოქმნის მექანიზმის თუ პრინციპის მსგავსებისას, თუ მოვახდენთ გ. კვარაცხელიას მიერ პატენტით დაცული ობიექტისა და   F-35B მოდელის კონსტრუქციების შედარებით ანალიზს, შეიძლება ვიმსჯელოთ გ. კვარაცხელიას მიერ შექმნილი ობიექტის ზოგიერთ უპირატესობაზე და F-35B მოდელის კონსტრუქციის ზოგიერთ ნაკლზე.  ასე  მაგალითად: მთავარი, კვარაცხელიას პროექტში განხორციელებული ორმაგი ამწევი ძალა. 

 

 ა) გ. კვარაცხელიას მიერ თანაღერძული საჰაერო სქემის პრინციპით მომქმედ საფრენ აპარატში და  F-35B მოდელი ამწევ საჰაერო ხრახნში გამოყენებულია ხრახნის ბრუნვის ღერძის მიმართ გადახრის პრინციპი. მიუხედავად ასეთი მსგავსებისა კვარაცხელიას აპარატში დამატებით ასევე გამოყენებულია ფრთის საკუთარი ღერძის გარშემო კუთხით შემობრუნების პრინციპი. ამგვარი დამატებითი ფუნქცია მას აძლევს უპირატესობას არამარტო აეროდინამიკური თუ ჰაერის ნაკადების მართვის კუთხით, არამედ ზოგადად ახდენს გავლენას მთლიანად კონსტრუქციაზე თითოეულ საჰაერო ხრახნზე ფრთების განლაგების კონფიგურაციის გამო. გ. კვარაცხელიას საფრენ აპარატში საჰაერო ხრახნებზე ფრთები განლაგებულია იმგვარად, რომ მათი განთავსებისა  ნულოვანი ან ნულოვანთან ახლო კუთხის ფრთებს აქვთ შესაძლებლობა ერთმანეთზე განლაგდნენ პირგადადებით. თუ ამგვარი კონსტრუქციული ფორმით F-35B მოდელზე იქნებოდა  ამწევი საჰაერო ხრახნის ფრთები ფორმირებული, მაშინ მისი შესაბამისად განლაგებისას შესაძლოა აღარ დამდგარიყო კონსტრუქციაში სულ მცირე ნაკვეთურის ზედა კარის ჩართვის აუცილებლობა.
ბ) გ. კვარაცხელიას საფრენ აპარატში თითოეული თანაღერძული საჰაერო ხრახნისათვის გამოყენებულია ცალკე დამოუკიდებელი ამძრავი მაშინ, როცა F-35B მოდელი ამწევ საჰაერო ხრახნში ერთი ამძრავი და საჰაერო ხრახნების სხვადასხვა მიმართულებით ბრუნვა უზრუნველყოფილია კონუსურ კბილანებიანი რედუქტორით. გ. კვარაცხელია საფრენ აპარატში საჰაერო ხრახნებისათვის დამოუკიდებელი ამძრავების არსებობა უზრუნველყოფს მათ სხვადასხვა კუთხური სიჩქარით ბრუნვას, რასაც ხსენებული მოდელის ამწევი საჰაერო ხრახნი მოკლებულია, ამგვარად ფორმირებული კონსტრუქცის  F-35B მოდელში გამოყენებისას, იგი უზრუნველყოფდა  მაგალითად  ჰაერის ნაკადების მართვის მაღალ ხარისხს და იმავდროულად შესაძლოა საჰაერო ამწევი საჰაერო ხრახნის ნაკვეთურის კონსტრუქციის ქვედა ნაწილში მოძრავ ფრთებიანი ჟალუზების საჭიროების აღმოფხვრას.
გ). კვარაცხელიას საფრენი აპარატის კონსტრუქციაში ასევე გათვალისწინებულია სხვა ტექნიკური გადაწყვეტებიც, რომლებიც ზოგადად ანიჭებენ საფრენ აპარატს  სხვა დადებით ეფექტებსაც, თუმცა აქ განხილული იყო მხოლოდ ის შესრულების ფორმები და პრინციპები, რაც საერთოა F-35B მოდელის ერთ-ერთი მთავარი კვანძის კონსტრუქციასთან და მისი მოქმედების მექანიზმთან რომლებიც გაცილებით ადრე, მე-20 საუკუნის დასასრულს,  იყო  შემუშავებული ბატონი გ. კვარაცხელიას მიერ. აქვე უნდა ითქვას რომ, კვარაცხელიას მიერ შემუშავებული იმდროინდელი კონსტრუქციული პრინციპები აეროდინამიკასა და ჰიდროდინამიკაში, ერთი ერთზე ემთხვევა ზოგიერთ დღევანდელ ახალ კლასიკურ ტექნოლოგიებს (მფრინავი ამფიბია და მყვინთავი კატარღა), რომლის ექსკიზები და ფოტო-ვიდეო მასალები ინახება ბატონ გოგი კვარაცხელიას საოჯახო არქივში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის თანამშრომლები უაღრესად დადებითად აფასებენ ბატონი გოგი კვარაცხელიას მიგნებებს საინჟინრო საქმეში. მონდომებას - შექმნას ქვეყნისთვის მეტად საჭირო საინჟინრო მოწყობილობები და მზად არიან თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით გვერდში დაუდგნენ და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყონ მას პატრიოტულ, კეთილშობილურ საქმიანობაში.

სტუს საინჟინრო დეპარტამენტის თანამშრომლები:

 

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.