USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
სტარტაპების თანადაფინანსების გრანტი ინოვაციური პროექტისთვის
თარიღი:  1288

 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, სტარტაპების თანადაფინანსების გრანტები“ პროგრამის ფარგლებში.

თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების პოტენციალის მქონე ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების შექმნის სტიმულირება.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომრეციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს ან რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. რეგისტრაციის არმქონე ფიზიკური პირების შერჩევის შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება დაფინანსების გაცემამდე პერიოდში.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ 9 თვიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს 150’000 ლარს. მოთხოვნილი გრანტის მინიმუმ 10 პროცენტი განმცხადებლის მიერ ფულადი ფორმით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

ბიზნეს იდეის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ივლისის 23:59 საათი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: 

https://grants.gov.ge/ka/%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის